kids.ge logo

დარისა და ავდრისა

ფავორიტებში დამატება

რაც არის, არის,
მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი!

რაც არის, არის,
დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც!

რაც არის არის,
თუ მოვაყრით ქარაშოტს მარილს,
იქნება ბევრად გემრილი და ბევრად წყნარი.

რაც იყოს, იყოს,
მოდი, ჩავყლაპოთ ჭექა-ქუხილიც!
რაც იყოს, იყოს
დაგვანაყრებს, რა უნდა გვიყოს?

რაც იყოს, იყოს,
თუ მოვაყრით ქიშმიშს და ნიგოზს,
იქნება უფრო გემრილი,
მე ასე ვფიქრობ.

მერე ავდგეთ და
შევახრამუნოთ მსუქანი ღამეც,
მად არ ვარგა,
დავუბრაწოთ ორივე მხარე.

რაც იყოს, იყოს,
გიწილადებთ ღამის ყიყლიყოს,
თქვენგან ერთერთმა კი
მზინი დილა მიყიდოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლივაშა! ვაშა! მოვამზადებთ თოვლის ვახშამს! თოვლის ფქვილი, თოვლის რძე გარეთ მუხლის თავზე დევს. თოვლის ყველი, ...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...ძილისგუდებიდავაგეთ ხირაულები, ფერითა მხიარულები. ზედ დავსხედით და ვიზღაპრეთ, თვალს მოგვივიდა რულები, მივკოტრიალდით ი...დიდი ჭიაალხა-მალხა, ჩვენი ჯალღა აწოწილა მაღლა-მაღლა. - ვინ კრეფს? - დიდი ჭია, პირი დაუღია. - ჩამომიგდე, ჭიავ, თეთ...ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026