kids.ge logo

ფისოს შურისძიება

ფავორიტებში დამატება

თაგუნიამ გადაწყვიტა
წველება გამართა,
ვინ და ვინ არ დაპატიჟა
მეზობელი კატის გარდა.

სტუმრებს რა და რა მიართვა
ჩამოთვლაც კი არის ძნელი:
თხილი, წაბლი, ჩირი, ტყლაპი,
გამხმარი თუ ჭყინტი ყველი.

გასაოცრად გემრილი
ხაჭაპური და ნამცხვარი,
- ვინ რას დალევთ? - იკითხა და
გამოღო ბარის კარი.

ზოგი ისე შეზარხოშდა,
სიფრთხილე სულ დავიწყდა,
კრიმანჭული შემოსძახეს
და ლხენის ხმა კატას მისწვდა.

ყური ცქვიტა ფისუნიამ,
დაიკნავლა გაბრაზებით:
- აჰა, თურმე თქვენ ქეფობთ?
გავიკვალო თქვენსკენ გზები.

სე ჩუმად მიპარა
თაგუნიას სახლის კარებს,
ვერ გაგეს, ვინც გამოვა,
უშრომველად იჭერს გარეთ.

თაგვი ხედავს, რომ სტუმრები
ღარ ჩანან, შეცოტავდნენ,
გაიფიქრა:"გაიპარნენ,
ხო, საკმაოდ მთვრალებს ჰგავდნენ.

ხმარისგან მტკივა თავი,
ოხ, მეც როგორ დავიღალე,
სუფთა ჰაერს მეც ჩავყლაპავ,
ვისეირნებ ცოტას გარეთ."

მოხურა თბილი შალი,
ღამეო გარეთ გრილი,
კარს გამოცდა და იმ წამსვე
იქვე ფისომ სტაცა პირი.

- მე რატომ არ დამპატიჟე,
არ ვიყავი ღირსი განა?
ჰო და შეგჭამ, რაღად მინდა
მეზობელი ამისთანა?"

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლევანი და აქლემი მასწავლებელი გაკვეთილს უხსნის პატარებს კლასში, მას გასუსული შეჰყურებს ოცდაერთივე ბავშვი. საინტერესოდ უყვე...ბალი და ლალიხის წვეროზე შერჩენილა, ერთი მუწა ბალი და იმ ბალის შეჭმის სურვილს შეუპყრია ლალი. ხეზე ასვლა უნდა, მაგრამ ე...დიდი ბიჭიმე ხომ უკვე გავიზარდე, აღარა ვარ პატარა, მეყო უკვე, რაც დედიკომ თვის ნებაზე მატარა. ყოველ დილით მაძალებენ...* * *რა ლამაზია პეპელა, ნეტავ, ასე რად ხდებაო? უსამართლოა ბუნება, ერთ დღეში რატომ კვდებაო?...ჭკვიანს სწავლა უნდაინგლისიდან ჩამოფრინდა ერთ დიდ ტყეში ჩხიკვი, მასპინძლად იქ ეგულება კუდბათქუნა ციყვი. ინგლისურის შესასწავლა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026