kids.ge logo

დარჩნენ ხახამშრალები

ფავორიტებში დამატება

ფისოს ჰყავდა სამი კნუტი:
ფუსო, ფოსო, ფასუნა
და სამივე იყო ცელქი,
ღუნღულა და გლასუნა.
ერთხელ თაგვი გასაწრთვნელად
მოუყვანათ დედიკომ,
სახლში არვინ ეგულვოდა,
სამუშაო დღე იყო.
-აბა, ვნახავ, რომელი
თქვენში უფრო მარდიო-
თხრა დედამ და ოთახში
მოისროლა თაგვიო.
დაფაცურდნენ ფისუნები,
ფასომ თათი ჩაკრაო,
ფოსო კუდში წატანა,
მაგრამ... თაგვი გაქრაო.
ფუსო ჩუმად, განაბული
ყურებდა ამ რბოლას
და ფიქრობდა, ხელსაყრელ დროს
მოგებდა ამ ბრძოლას.
მაგრამ... თაგვი აღარსად ჩანს,
ცამ თუ მიწამ ჩაყლაპა,
კუთხეს ხვრელი ქონებია,
რა გეგონათ, თქვენ, აბა?
გაცურა თაგუნიამ,
დარჩნენ ხახამშრალები,
კატამ - დოყლაპიბოო! -
უბრილა თვალები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *დედი, ცაზე ვარსკვლავები, ხომ ძალიან ბევრია? ერთი როცა ვარდნას იწყებს, სხვები რად არ შველიან?...თინა, მურა და ფისო ზამთარია. სიხარულით თოვლში დარბის ცელქი თინა, მურაც მასთან კოტრიალობს, განა თოვლმა შეაშინა? ააგორეს გუნდა...ლევანი და აქლემი მასწავლებელი გაკვეთილს უხსნის პატარებს კლასში, მას გასუსული შეჰყურებს ოცდაერთივე ბავშვი. საინტერესოდ უყვე...თუმც, არ გაჩნდა ძამიკო იცით? გუშინ დაიკო შეეძინა ნიკას, ძამიკო კი ერჩივნა, სიმართლე რომ გითხრათ. "მაგას რა ვეთამაშო ფეხბურთი თუ ...* * *ჩემს მამიკოს, ჯაბას, ის ისეთი მარდია... შეეჯიბრეთ აბა. დაბლა ვეღარ ეტევა და ხტის მაღლა-მაღლა. ხომ ძალიან ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026