kids.ge logo

დათვების მარანში

ფავორიტებში დამატება

რთველი აქვთ დათვებს ტყის პირას,
დაკრიფეს მაყვლის თალარი,
დარეცხეს დიდი ქვევრები,
დასუფთავეს მარანი.
ზოგი შორიდან დაბრუნდა,
მოცვზე წასული ტყეშია,
დაცალეს დიდი გოდრები -
შვებით გასწორდნენ წელშია.
შემოდგნენ საწნახელზედა,
დასძახეს ჰარი-ჰარალი,
დოვლათითა და ხალისით
ივსო დათვის მარანი.
მაყვლის და მოცვის ნაჟური
მოდის საწნახლის ტუჩიდან,
ზოგი ფელამუშს ადუღებს,
ზოგს სავსე კოკა უჭირავს.
დარბიან ურჩი ბელები
კოვზებითა და ჯამითა,
დასკდომაზე აქვთ მუცლები
ცხელი თათარას ჭამითა.
გაივსო დიდი ქვევრები,
ახლა სტუმრებსაც ელიან,
საწნახლის ახლოს დასხდნენ და
სეთ სიმღერას მღერიან:
„გვალაღებს ტყეთა ბარაქა,
ღვინო გვექნება ულევი,
ზამთარს სევხვდებით ამაყად,
დალხინებული გულებით.
ქეიფს გავმართავთ დათვები,
ვიტყვით იმ მთისას ამ მთისას,
ღვინოს დავლევთ და დავთვრებით,
ძილს მივეცემით ზამთრისას“...

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

გივი ჩიღვინაძის სხვა ლექსები:

ჩვენი ტყის ბიბლიოთეკა
იმას, ვისაც უყვარს წიგნი,
ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ ...
ციყვის სიზმარი
ფუღუროში მობინადრე,
ჭკვიანი და თანაც ბრიყვი...
ბელები და თაფლი
წყაროს პირას მზიან ტყეში,
ვნახე უცხო სახილველი:...
შემოდგომა
გადაჰყვა ფერები ოქტომბერს,
მიქრიან ქედებზე დღეები,...
წვიმა უღრან ტყეში
მოდის თქეში უღრან ტყეში,
მთები ქუხილისგან თრთიან,...
„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ემილი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული გივი ჩიღვინაძის ლექსი „დათვების მარანში“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „დათვების მარანში“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ხაჭაპურიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ცხოველებთან უსაფრთხო ურთიერთობა

აუხსენით ბავშვს, რომ არ უნდა მიუახლოვდეს უცნობ ცხოველებს და არ უნდა შეაწუხოს ცხოველები.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე და ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...
ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე და ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე და ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ნოდარ დუმბაძე
ფისო

ნოდარ დუმბაძე

ფისუნია, ფისო,
არვინ გაჭმევს ტკბილსო,...
ზაქარია შერაზადაშვილი
ხრამულა

ზაქარია შერაზადაშვილი

ლიას თავი მოაბეზრა
ამირანის ხმაურმა,...
მაია წიგნაძე
ჭიანჭველა

მაია წიგნაძე

პაწაწინა მწერია,
ღამით სულ არ იძინებს,...
გივი ჭიჭინაძე
ღრუბელი

გივი ჭიჭინაძე

მოწყენილია ღრუბელი,
ატირდება და... იწვიმებს,...
ელიზბარ გაბუნია
ბომბორა

ელიზბარ გაბუნია

წუხელ ჩვენს ბაღში ვიღაცას,
ბალი სულ დაუკრეფია....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026