kids.ge logo

მყინვარწვერი

ფავორიტებში დამატება

„დე იყოს სხვისი მთები უფრო მაღალი,
დე იყოს სხვისი ზეცა ჩემსაზე ლურჯი,
აქ სიჩუმეში მყინვარწვერის ისმის ღაღადი,
აქ იდუმალი მხატვრის ნატიფი ფუნჯით
მოხატულია მინდორ- ველი,მეფის დარბაზი,
თეთრი ღრუბლები კი გაშლილია ბარაღებად,
ოქროს სხივებში ჩაძირული წმინდა ტაძარი
საკმეველივით ზეცად აღუვლენს ლოცვას სამებას.
მადლის სისავსით ანთებული როგორც ლამპარი
აქ სხვანარად გალობს სული და მთა-ბურჯები,
დე იყოს სხვისი ზეცა უფრო ლამაზი,
დე იყოს სხვისი მთები უფრო ლურჯები.“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საშობაო სიმღერაზამთრის ღამეა, უსმინეთ! ვარსკვლავნი იმღერიანო, ამ ღამით ბავშვი რომ იშვა, ტკბილი იესო ჰქვიანო. შობის ვარსკ...მთელი წელი ველოდებიმთელი წელი ველოდები თეთრწვერება თოვლის პაპას, მოვა, გახსნის თავის ხურჯინს, გაგვახარებს დიდს, პატარას. საჩ...გამოცანათეთრ საბანში გახვეულს, გაეღვიძა იას: - უკვე გაზაფხულია, მე კი მძინებია, ახლა უნდა ჩავიცვა ჩემი თეთრი კაბა...პატარა მკერავიგუშინ კაბა დაეხა ჩემს საყვარელ თოჯინას, საღამოს კი გაფუჭდა ჩემი ძველი ჭოჭინა, დედას რომ არ გაეგო ეს ახალი...დაბადების დღედღე გათენდა მხიარული, დაბადების დღე მაქვს, გამოვაცხე ხაჭაპური, არ დავუწყებ ქებას, დიდი სუფრა გავშალე და დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026