kids.ge logo

ნიავი ხეხილის ბაღშია

ფავორიტებში დამატება

-ეს ვაშლია წითელი,
ეს კი ლურჯი ქლივი,-
შემოდგომის ბაღ-ვენახს
თავს ევლება ნივი:
-ეს ყურძნის მტევანია,-
მზეზე ბზინავს ქარვისფრად,
მსხალი მწვანედ ხასხასებს,
ბროწეული-ალისფრად.
ყვითელ კომშებს, ვარდისფერ
ატმებს მოვეფერები...
მოხიბლულა ნივი
შემოდგომის ფერებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სძინავს, სძინავს ძილგუდასთოვლით მოდის ზამთრის დილა, ძილგუდას კი სძინავს ტკბილად, არც ფიფქების ნახვა უნდა, აღარც თეთრი თოვლის გუნდა...ბურთიბურთი თურმე მათეს ბებო ანამ ჭრელი ბურთი მოუტანა, და მას შემდეგ თურმე მათე დღე და ღამე იმ ბურთს დასდევს. ბ...ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...ზამთარი მოსულა ყველასთან!მოსულა ზამთარი მხიარული დიდრონი ფანტელების ჟრიამულით, სპეტაკი თოვლის საფარველით ზამთარი მოსულა სანატრელი!...ცეკვაცეკვავს, ცეკვავს პაწია, ხელი დაუკვანწია! მოგუგუნე ტაში მზესაც მისწვდა ცაში. მედოლეა ბებია... რა პატივი რგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026