kids.ge logo

ფანტელო, ფრიალ-ფრიალა!

ფავორიტებში დამატება

ფრილა, ჩემო ფრილა!
ზამთარმა მოგაფრილა?
სიომ თუ დაგაბზრილა,
ქარმა თუ დაგატრილა...

იქნება ცაში გესტუმრნენ
ბავშვების წრფელი ფიქრები:
დაბარდნოს! თეთრად დაბარდნოს!
რატომ არ ჩანან ფიფქები?

ფრილა, თეთრო ფრილა!
ჩვენო ვარსკვლავა პაწიავ!
ბავშვებს ქათქათა ფანტელი
ვერცხლის ზამთარმა აწვია.

ბარდნეთ და ბარდნეთ ლამაზად!
მთებს დახურეთ ქუდები,
ო, რომ იცოდეთ, ფიფქებო,
მთა-ბარს რარიგად უხდებით!

-პირველი თოვლი მოსულა!-
აჟრიმულდა ქალაქი.
ეს ფანტელების ცეკვაა,-
ზამთრის ლამაზი არაკი.

ფრილა, თეთრო ფრილა,
ნიავმა მოგაფრილა!
სიომ თუ დაგაბზრილა?
ქარმა თუ დაგატრილა?

თოვლმა ვარკვლავად ბარდნაო,
ყვავილად ჩამობარდნაო...
ზამთარმა აგაშრილა,
ფანტელო, ფრიალ-ფრილა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუხატყეში ვნახე მუხა, რკოს ისხამდა უხვად, განიერი ტოტები ირხეოდნენ ქარში, მუხა იდგა ამაყად ავდარში თუ დარში. ...ანა ანბანს სწავლობსარა გახარებთ განაო?- ანბანს სწავლობს ანაო. სხაპასხუპით რაკრაკებს „იას“, „აი იასო,“ წიგნს კითხულობს გოგონა...ზამთარიწვიმა, თოვლი, ავდარი... აი, ესეც ზამთარი! ყინვა დადის კარდაკარ, სუსხი დააქვს ქარდაქარ, მიწა თოვლმა დაჰბურ...თამარი-რა კარგი სახელი მქვიაო, რა კარგი!- ამაყობს პატარა გოგო,- თამარი დამარქვეს! თამარი დამარქვეს! როგორ გამახ...დაბურდღუნებს ტყეში დათვი!ჩიტი გალობს: ინდი-მინდი! აყვავდაო ტყეში შინდი! დათუნიამ, აბლი-ბაბლი, მიირთვაო ტკბილი თაფლი! სულ რამდენი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026