kids.ge logo

მანანა და ლალი

ფავორიტებში დამატება

მ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
ლალი - რაო, ჩემო მანანა?
მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
ლ ა ლ ი - რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გაცივო,
სევ სურდო დამართო?
მ ა ნ ა ნ ა - რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
ლ ა ლ ი - არაფერიც, არაფერიც,
რაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
ლ ა ლ ი - მერე მე რომ მოგარჩინე,
ქიმი რომ ვიყავი?
მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
ლ ა ლ ი - მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
მ ა ნ ა ნ ა - მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
ლ ა ლ ი - როგორც ვხედავ, ქალბატონო,
მადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაბთები?
მ ა ნ ა ნ ა - არც თოჯინა მინდა შენი,
ღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
ღარ გეთამაშები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბუაბებომ იმდენი მაშინა, - მოვა და შეგჭამს ბუაო, მე მგონი თვითონ შეშინდა და წნევამ გააბრუაო. ნუ გეშინია, ბები...დათუნიას მოსაწვევი ბარათისათაფლიას უსიერში ყველას, ყველას გელით, ხვალ ჯვარს იწერს ჩემი ბიჭი, საამაყო ბელი. ფიჭვნარში მაქვს გამართუ...მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...ლოთიჭაჭანაჭამი ტახია, გორავდა, როგორც კვახია, თავზე წაადგა ბეკეკა, უთხრა: - ღორებზე ახია! ტახმა ქვევიდან შესტ...გუგულის საყვედურიჩიტებში რომ მაქიაქებთ, მთათხავთ, ტალახს მესვრით, ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე ჩემზე უკეთესი?.. სხვა რომელი ჩი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026