kids.ge logo

დაბურდღუნებს ტყეში დათვი!

ფავორიტებში დამატება

ჩიტი გალობს: ინდი-მინდი!
აყვავდაო ტყეში შინდი!
დათუნიამ, აბლი-ბაბლი,
მიირთვაო ტკბილი თაფლი!
სულ რამდენი, თქვენი აზრით?
განა ერთი, სამი კასრი!
-ტყე ხომ ჩემი სამეფოა,
ვინ დამიშლის თაფლის ჭამას,
ტყეში ბურდღუნით ხეტიალს,
სიმღერას და ცეკვა -თამაშს...
დათუნია ბანდალას,
ბურდღუნას და დანდალას.
ლამაზი გაზაფხული
ჩვენს მშობლიურ ტყეში,
გაიღვიძა ბუნებამ
ნაირნაირ ფერში!
რემარე მორთულა!-
ყვავილები მოსულან!

რა კარგია, დათვი რომ ვარ!
ავგორდები-დავგორდები,
სერებზე გადავგორდები,
და მდელოზე ჩავგორდები!
დათუნია ბანდალა,
დუდღუნა და დანდალა.
ყვავილებში ჩაფლული,
მხირულად ვღიღინებ,
ჩიტი გალობს, ბალახი
სამურად ბიბინებს.
მდელოზე წამოვგორდები,
საღამომდე ვიძინებ!
ყვავილების სურნელება
მოსდებია არემარეს,
რა კარგი ხარ, გაზაფხულო,
დათუნაც რომ გახარე!
დათუნია ბანდალა,
დუდღუნა და დანდალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...ცეკვაჩამოუარე მდელოზე ლამაზო ცეკვავ, ქართულო! მიამბე საქართველოზე, ზღაპრულო ცეკვავ, ქართულო! დაისხი, ფრთები და...ნავი ეჯიბრება თოლიასმისრიალებს ზღვაში ნავი,- ტალღას მისდევს გოლიათს, სად იჩქარის? ეჯიბრება ფრთაფარფატა თოლიას. ამხნევებენ ზღვ...განივრცო მთიდან ბარამდისენაჭიკჭიკა ჩიტებით, ათასფერადი ჩითებით,- ყვავილთა ფარჩეულებით,- ვარდებით დარჩეულებით, ნაკადულების ლიკლიკი...ჩვენთან ერთად არის სანტა კლაუსიცგული მღერის: ოდელია-დელია! გიხაროდეთ, დღეს ახალი წელია! პატარებო! ფეხი მარდად გაუსვით, ჩვენთან ერთად ცეკვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026