kids.ge logo

ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო

ფავორიტებში დამატება
ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო,
ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო,
კბილი - მარგალიტი, თვალ-წარბი - გიშერი,
შავი დალალები აბრეშუმისა;
თავზე მუზარადი, წელზე - ჯავარდენი,
ატლასის კაბაზე - რკინის აბჯარი;
ცხენი ქვიშისფერი, ლაგამი ოქროსი,
ლაგამი ოქროსი, ტახტა ვერცხლისა.
ცერს მობრძანდები, თამარ დედოფალო,
თამარ დედოფალო, თამარალი,
ყველგან წვიმაა და ყველგან თოვლია,
ცერის ვაკეზე მზე დგას ცხრათვალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუმლი მუხასაომუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუმლი ჰქრებოდაო, მუმლი წყდებოდაო, ხე არ ხმებოდაო. მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდა...მზეო, ამოდი, ამოდი!მზეო, ამოდი, ამოდი! ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა....ბიჭო, ვისი ხარ მალხაზიბიჭო, ვისი ხარ მალხაზი? დაურჩი დედაშენსაო. საქმე რომ არა გქონდეს რა, ჩამოირბენდე ჩვენსაო. მოგიხდი წითელ ღ...გულსა მომაწვა ვარამიგულსა მომაწვა ვარამი ვით ნაგუბარი წყალიო. რა მალე შევწუხებულვარ, გუნება მიძე მყრალიო; გამაგრდი, გულო, გუნ...თხას უთხრეს, მგელი მამკვდარათხას უთხრეს, მგელი მამკვდარა, თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა, თხაო, რა გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა?! იმას ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026