kids.ge logo

კალია

ფავორიტებში დამატება

დახტის ბებოს ბოსტანში
სკუპ-სკუპელა კალია,
განა საქმეს მოცდება,
წამითაც არ სცალია.
ნარგავებს აკნატუნებს...
ეგ რა სამართალია?
ბებო ჩივის: -ხომ ხედავთ?
დამიბნელა თვალია!
გადაჭამა ბოსტანი!
ვაი, ჩემი ბრალია!
გგონია, რომ დაჭერ?
ელვასავით მალია,-
მწვანემუნდირინი,
სკუპ-სკუპელა კალია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...ეს გოგონა ვისია?ეს გოგონა ვისია? ეს პატარა ვისია? ვისი არის ცქრიალა, ცუგრუმელა ცისია? ვის ეკუთვნის ღიმილი კოხტა გოგოს რომ...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...მოდის წელი ახალიტბილი გოზინაყი, ჭრელი კანფეტები, ათასგვარი ხილი, ბებოს ჩურჩხელები, ირგვლივ ჟრიამული, მხიარული ხმები, მალე...შემოდგომაოქროსფერი სამოსი ძლიერ შვენის ხეებს, ქარვისფერი უხდება სურნელოვან დღეებს. ჩატკბა, უკვე ჩაშაქრდა ათასგვარი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026