kids.ge logo

ზღაპარელა-ზღაპარო!

ფავორიტებში დამატება

-ახლა ვის ამბავს ჰყვები,
ზღაპარელა-ზღაპარო?
გვიხმე, შემოგვატარე
ჯადოსნური სამყარო.
-მე ფიფქიას წიგნი ვარ!
მე წიქარას მოვიხმობ!
მე კი ხუთკუნჭულას და
კომბლეს ზღაპრებს მოგითხრობთ!
მე დევებზე გიამბობთ,-
ზღაპრულ გოლითებზე,
მე ჯადოსნურ ფასკუნჯზე,
მე კი ოქროს ბატებზე...
დევისა შეშინდა
შენს პატარა ძამიკოს?
ეს ხომ ცხადში არ ხდება,
ყო და თან არც იყო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი დედამიწალამაზ-ლამაზს, ფერად-ფერადს მზე სხივებით მომეფერა, გამათბო და გამინათა, სავალი გზაც გამიმართა, მთვარით გვე...წელიწადის ოთხი დროეს ხომ წელიწადია!- ესეც მისი ამქარი,- გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულის მშვენება ვის არა...ბეღურამერცხლის მიტოვებულ ბუდეს არ შორდება ბეღურა. ნეტავ, რატომ ვერ ისვენებს? ნეტავ, რა მოეყურა? ნეტავ, ჩუმი საყ...კალიადახტის ბებოს ბოსტანში სკუპ-სკუპელა კალია, განა საქმეს მოცდება, წამითაც არ სცალია. ნარგავებს აკნატუნებს......ანა ანბანს სწავლობსარა გახარებთ განაო?- ანბანს სწავლობს ანაო. სხაპასხუპით რაკრაკებს „იას“, „აი იასო,“ წიგნს კითხულობს გოგონა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026