kids.ge logo

დევთამჟლეტი

ფავორიტებში დამატება

კობამ ხისგან გამოთალა
მშვენირი ხმალი:
-ბაყბაყდევი სად ბრძანდება,-
ის ლაჩარი, მხდალი?

გამობრძანდეს, თუ ბიჭია,
ბაქია და ავი,
ამ ბასრი ხმლით წავათალო
ჭკუმოკლე თავი!

ხმალამოღებული ბიჭი
მტერს საომრად იწვევს,
მადლობა ღმერთს! არ ჩანს დევი
და თავს ქებით იქცევს.

შეყეფა მურა ძაღლმა:
-რას ტრაბახობ, ნეტავ?
ბიჭი ღრილით გაიქცა:
-ვაი, ვაი, დედა!

მეშინია! ძაღლი მომდევს!
მომეშველე ჩქარა!
ბაყბაყდევთან მინდა ბრძოლა,
მურასთან კი არა!

კისრისტეხით გაიქცა და
დამალა სახლში.
დევს არ უფრთხის, ეშინი
საკუთარი ძაღლის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბალი, ბავშვები და ჩიტებიმაღლა, ტოტზე ესხა ბალი, ზედ რჩებოდა ყველას თვალი, ნერწყვს ყლაპავდნენ პაწიები: -ტოტებო, ხართ ქვაწვიები, ბა...სუროს შაშვი შეფენიააჭახჭახდა შავი შაშვი,- რა ახარებთ ასე ჩიტებს? ციყვუნებმაც გაიღვიძეს და თვალები მოიფშვნიტეს, ჩაძინებულმა დ...ლაშა კითხულობს გაზეთსლაშამ ახალი გაზეთი მიურბენინა დედას: -ოღონდ ეს წამიკითხე და არ შეგაწუხებ მეტად. ჩემო დედიკო, გაზეთში რა წ...ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...ჩვენი ტკბილი დედაენააშრიალდა კოხტა წიგნი, არაკრაკდა ბროლის წყარო: -შენ ხომ ჩვენი ანბანი ხარ, სიმღერებით მომდინარო! აღუღუნდა „...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026