kids.ge logo

ზაფხულის ღამე

ფავორიტებში დამატება

-ვერსად დაგვემალები,
ვისია ეგ თვალები?
უკვე გვინია,
ყველას სძინავს,
ბნელში ვინ დადის?
ვინ დაფრინავს?
შენც არ გეძინება?
თვალები დანახე,
ბნელში რომ ელვარებდნენ
და შიშით დაძახე:
-ეს ბუა-ბუაა! ბუა-ბუა!
-ჰოდა, ეს თვალები
შენი თუა,
ქეთ გამობრძანდი,
ბუა-ბუა!
ის მაინც გვითხარ,
რა გინდა? ვინ ხარ?
იქნებ დიდია,-
ჩვენი ძაღლი,
მოდი, ვინახულოთ
მისი სახლი,
თვითონ მას ვკითხოთ,
რა სჯობს?
დიდია ეზო-ყურეს
დარაჯობს.
-დიდია, ეს შენი
თვალებია?
ვკითხეთ და
დაგვიყეფა ბრაზინად,
სე დაგვიღრინა,
ქიდან დაგვიფრინა:
-მე თქვენს სიმშვიდეს
ვდარაჯობ,
სხვაგან იკითხოთ,
რა სჯობს?
-ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

იქნებ ეს ციყვია,-
წითური მანცო,
ხეებზე დახტის და
იქნება ანცობს:
-ანცო-მანცო! ეს შენი თვალებია?
ვგონებ, ანცო-მანცო
ჩვენზე ნაწყენია,
ფუღურო გვიჩვენა,
შიგ სოკო რამდენია!
-ვერ ხედავთ? ვზივარ და
ფუღუროს ვდარაჯობ.
თვალები სხვაგან რომ
კითხოთ, არა სჯობს?
-ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

იქნებ ეს ბაჭია-ფხაჭიაა,
ბაჭია მშიშარაა,
განა პრანჭია!
-ბაჭია-ფხაჭია! ეს შენი თვალებია?
რას ამბობთ? პატარებს
სულაც არ ვაშინებ,
გგონიათ, ყურცქვიტა
ბავშვებს არ აძინებს?
მე მუდამ საკუთარ
სიცოცხლეს ვდარაჯობ,
თვალები სხვაგან რომ
კითხოთ, არა სჯობს?
-ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

ტყიდან მოძუნძულებს
დათუნა ბუთა,
დათუნას ეს ამბავი,
ნეტავ, ვინ უთხრა?
-დათუნა ბუთა,
ეს შენი თვალებია?
დათუნა ბურდღუნებს,
ნაწყენი დუდღუნებს:
დათუნა ბუთა
ბავშვებს არ აშინებს,
მაგრამ ის კი ვიცი,
მათ ვინ არ აძინებს.
წამოდით, გიჩვენოთ
იმისი ბინა,
ახლაც აქ ბრძანდება,
ახლაც არ სძინავს.
-ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

მივდივართ. ის ბინა
ხმელი ხის ფუღუროა,
ხის ტანი დაძველდა
და თურმე ფუტუროა.
შიგ ბუ ზის დიდთავა,
ეს მისი თვალები!
გამოდი, გამოდი,
ნუ დაგვემალები!
-ეს შენ ხარ, ბუა-ბუა?
ეს შენი თვალებია?
ღამის ფრთოსანი
თვალებს აბრილებს,
მთვარეს გაჰყურებს
და ღამეს ახმინებს:
-უუჰ! უუჰ! ეს ასეა!
ზაფხულის ღამეა!
მაზე დიდებული,
ნეტავი, რამეა?
სეც ბუა-ბუა!
გი თურმე ბუა!-
ღამის ფრთოსანი,
მშვიდი, უწყინარი,
დღისით მიმალული,
მზისგულზე უჩინარი...
რადგან ეს ფრინველი
ღამეებს დარაჯობს,
ფხიზელი თვალები
შევუქოთ, არა სჯობს?
უკვე მხირულად
ცინი, ნამცეცავ?
უკვე უშიშრად
შეჰყურებ ღამესაც?
მალე გესტუმრება
ბატონი ძილი
და იგი იქნება
სამო, ტკბილი.
მოდი, ახლა ყველას
ხელი დაუქნიე:
-ღამე მშვიდობისა!
გამოთ ძილი!
გქონოდეთ იგი
მშვიდი და ტკბილი...
მაზე კარგი
იქნება რამე?
ყველას გამოთ
ზაფხულის ღამე!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

თამარი
-რა კარგი სახელი მქვიაო, რა კარგი!-
ამაყობს პატარა გოგო,-...
ჟირაფი
რა ლამაზი ცხოველია!-
გაიძახის ჩვენი ანა,...
ია
გაზაფხულს მოვდევ ფეხდაფეხ,
თქვენი ია ვარ პაწია,...
შემოდგომამ გაგვახარა
შემოდგომამ გაგვახარა
ზამთრის უხვი მარაგითა,...
ლომს რა ენატრება
დღეს მე ზოოპარკში ვნახე
ლომი ოქროსფაფრიანი, ...
„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „ზაფხულის ღამე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ზაფხულის ღამე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მელაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ისწავლეთ ყურში უცხო სხეულის ამოღება

ისწავლეთ ყურში უცხო სხეულის ამოღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ადვილად ხელმისაწვდომია.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ემილია ლომთაძე (3 წლის და 7 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზაფხულზე და ლექსები ძილზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზაფხულზე და ლექსები ძილზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზაფხულზე და ლექსები ძილზე

ვაჟა–ფშაველა
კლდე და მდინარე

ვაჟა–ფშაველა

I
კლდეს შაეზღუდა ხეობა,...
მაია წიგნაძე
ზაფხულის სურათი

მაია წიგნაძე

ზაფხულია გვირილებმა
გაახილეს თვალი,...
ხათუნა გულიაშვილი
პატარა ვაჟკაცი

ხათუნა გულიაშვილი

დედი გეზრდები ვაჟკაცი,
დარდი არ გქონდეს რამის....
ედუარდ უგულავა
დაჩი და ნუცა

ედუარდ უგულავა

ზაფხულია. მზე ანათებს.
გული მშვიდად უცემს ნიავს....
ვაჟა–ფშაველა
გულო, რას დაჰღონებულხარ

ვაჟა–ფშაველა

გულო, რას დაჰღონებულხარ,
რას იბურები ნისლითა?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025