kids.ge logo

ე - შმაკუჭა

ფავორიტებში დამატება

ეშმაკუჭა სულ არა ჰგავს ეშმაკს,
ფრთის ფარფატით აიჭრება ცაზე,
არ ვიცოდი, გამიკვირდა, თურმე
მთაში ოფოფს ეძახიან ასე...

ზებრასავით ზოლინი ფრთებით
ტყეს და მინდორს შემოიფრენს რამდენს,
ხან, გაშლის და ხან, დაკეცავს ქოჩორს,
თავზე ჭრელი სავარცხელი ადევს.

პატარებო, შევესწარი ერთხელ
ტყის ფრინველებს გამართათ ლხინი,
ფერად-ფერად ლენტებს ფენდნენ ველზე,
იდგა მღერა, ტაშ- ფანდური დიდი.

შეძახილი გაისმოდა ირგვლივ:
- ეშმაკუჭავ, დარე, მიდი!
ტრილებდა ცერზე... ერთი-ორი
ეშმაკუჭას მოცეკვავე წყვილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კ - ოჭობამეტყვით, რა ლამაზია, ერთხმად, არა ორჭოფად! მეც გუშინ გავიცანი, ეს ფრინველი - კოჭობა... უყვარს თერგის ხეობ...რ - ემეზიმინდა, მოგმართოთ გოგონებს, გამრჯე, ხელმარჯვე პრანჭიებს, ვინ სწავლობთ ქსოვას ჩხირებით, სუყველამ ხელი ასწიე...ჰ - არპიყველა ჩიტი არ გეგონოთ ღუნღულა და უწყინარი, მაგათაც ჰყავთ, პატარებო, ერთი გველეშაპის დარი. თუ გამოჩნდა იგი...რეინჯერი თომაგაზაფხულდა, გამოცოცხლდა, ჭალის ყველა ბინადარი, მზის სხივებით მოფენილი, აბიბინდა მთა და ბარი... გაეღვიძათ ...ფ - აეტონიპატარებო, ერთხელ ტყეში, მართლა დადგა დღე ზღაპრული, ბარტყებს შორის სილამაზის კონკურსია: „მის ზაფხული“. აფა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026