kids.ge logo

მეგობრები წაიჩხუბნენ

ფავორიტებში დამატება

ეს ამბავი მოხდა ტყეში...
ტყე არც ისე უღრანია,
ლაგ- ალაგ პანტის ხე დგას,
უფრო მეტად ,მუხნარია,
თუ ჭალისკენ ჩაუყვებით,
იქ მაჟალოც ურევია,
თხილები ხომ ულევია.
ჰოდა, ერთხელ, პატარებო,
(გეტყვით ,სანამ დაძინებთ),
რა ამბები დატრიალდა
ამ მშვენიერ ჭალის პირზე.
შემოდგომა იდგა ტყეში -
ქარვაჭრელი , ტკბილი, მსუყე,
თხილიც მწიფდა,
წაბლიც მწიფდა,
ვერ ნახავდით ერთსაც ფუყეს...
და ერთ დღესაც ( აღარ მახსოვს
შაბათი თუ კვირა იყო),
გვარინად იწვიმა და
ის-ის იყო გადაღო,
რომ უეცრად მეზობლებში
ულმობელი ატყდა ბუნტი...


იქ რომ ტკბილი პანტა მწიფდა
და ცვიდა პანტა-პუნტით,
ზღარბმა ტასომ დაჩემა:
,,ჩირი იცის დედაჩემმა ,
სეთი რომ, არნახული,
ამ ხის ახლოს არა ვნახო
მე არავის ნაფეხური!.”
იქ რომ მუხა ხრიდა ტოტებს,
რკო რომ ესხა ათი ფუთი...
გარს უვლიდა ბელი ვასო
ცქმუტვითა და
ფათი-ფუთით:
,,დედამ უნდა დამიმზადოს
სახალწლოდ ბატიბუტი,
ეს რკო მარტო ჩემია და
არ გაბედოთ მისვლა ახლოს,
ცოდეთ , რომ მაგრად ვბეგვავ,
ბა, ვინმემ ხელი ახლოს!”
ზღარბი ტასო, ბელი ვასო,
ციყვი ლოლა, გოჭი კოლა
ვერ შეთანხმდნენ ვერაფრით და
გამართა ოთხთა ბრძოლა...


ზღარბი თვლიდა ეკლის ნემსებს,
ბა, ერთი... აბა, ორი!
ლოლას კუდი აჩეჩა,
შუბლზე ჰქონდა დიდი კოპი.
გოჭი კოლა სულ გაგიჟდა,
დინგით დაამტვრია გობი.
ბელი ვასო ბურდღუნებდა,
რკოებს ფშვნიდა ორი ტორით,
ყო თრთოლა, წრეზე რბოლა,
კაკლისა და თხილის სროლა.


ბოლოს ყველა დაღალა,
ბა, ჩხუბი ვის არ დაღლის?!
სათამაშო მდელოსაკენ
გაპარეს ჩუმად თვალი.
პირველს ტასოს გაცინა,
მერე ვასოს , მერე კოლას
და ღიმილის ნაპერწკალმა
ბოლოს ლოლაც აიყოლა...
სიცილი ხომ ყველა წყენის
წამალია ჯადოსნური ,
ჰოდა, უცებ მეგობრებმა
მოიბრუნეს ისევ გული.
კვლავ ერთმანეთს გაწოდეს
ჯერ ხელი და მერე ხილი,
,,ჭირსამც წაღია ჩირი,
ჰა, შენ და არა მეო...
თუ უთქვენოდ ვჭამო რამე,,
ყოს ჩემთვის არამიო...”
ხალ წლამდე გაისმოდა
ტყეში მათი შეძახილი...

* * *
ყველგან მუდამ ლხინი იყოს,
ჭირსამც წაღია ჭირი.
მე არაგვზე ჩავირე,
არც ნაპირი, არცა ძირი.
საბანში რომ ჩავიჭყიტე-
უკვე მოსულიყო ძილი..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მ - ოლაღურიმოლაღური ფრთამალი, მალმალ მოქრის მაღლიდან, მას არა და ბევრ სხვა ჩიტს, ეს სისწრაფე დაღლიდა. აფრიკაში ატარე...ღ-აჟოის არ არის ღუნღულა, არც ღუღუნი არ იცის, ღაჟოს უნდა იცნობდეს ყველა ბიჭი - რაინდი! თუ ოცნებობ რომ გახდე მონ...თ - აფლიჩიტაბევრ პატარას გააოცებს, ვიცი, თაფლიჩიტას უცნაური ნიჭი, ის ერთ წამში გაპოვნინებს ტყეში ფუღუროებს თაფლისა და...ჯ - ეილურჯთვალება ჩიტი ჯეი, თავს იწონებს ლურჯ კაბაში, ჯინჯილები დაიკიდა, თან ჯადოსნურ სუფრასაც შლის. ჯამით დადგ...დ - ურაჯიდურაჯი თითქოს დარაჯად, უდგას მდინარის დაბლობებს, დამალულია გულდაგულ და ჭია-ღუას აგროვებს. აქვს დიდი, თეთრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026