kids.ge logo

ნ - ამგალა

ფავორიტებში დამატება

ერთ დილასაც რომ გათენდა,
ცელქი გოგო ნინო
ადრინად გაშურა
ტყეში სასეირნოდ...
ნიავმა რომ დაბერა
და გაფანტა ნისლი,
დანახა შავი ჩიტი
ჩამოვარდა მის წინ.
ნინომ ხელში აიყვანა,
მოფერა ნაზად,
გასინჯა ტანი, ფრთები,
არ სტკიდა არსად,
მაგრამ ფრენა არ შეეძლო,
ძლივს მიცოცდა წყალთან.
„რატომ ვერ ფრენ, გენაცვალე,
რით გიშველო,
რა ვქნა?!“
ვეტექიმთან წაიყვანა
ბოლოს ჩიტი ნინომ,
„იქნებ რამე გაგოთ და
იქნებ მომირჩინოთ!“
„ეს ნამგალა ჩიტი არის!“-
გაღიმა ექიმს,
სულ ცაშია და ვერ დადის
სუსტი, მოკლე ფეხით.
ფრენის დროს ჭამს,
ფრენის დროს სვამს
და მრავლდება ცაში,
თუ მიწაზე ჩამოვარდა,
ძლიერ უჭირს მაშინ.
ხელით უნდა ააფრინო,
ისროლო მაღლა,
მხოლოდ ასე გაფრინდება
და მთებს გადალახავს.
ნინომ გულით გახარა,
მერე ჩიტუნი
მაღლა ცისკენ გატყორცნა და
ხელიც დაუქნია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტ - უკანიტყუპ ძმებს - ტატოს და ტარიელს რადგან ჩიტები უყვარდათ, მამიკომ ამერიკიდან ტუკანი ჩამოუყვანა. ასეთი ჩიტი უბ...ყ - ანჩაყანჩაზე უნდა მოგიყვეთ, აბა, მოსწიეთ ყურები! მოგზაუროდნენ ერთხელაც ბუნებისმოყვარულები. ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბ...შ - აშვი მცინარიშოთა და მაშო, ბავშვებო, ცელქი და-ძმანი არიან, სოფლად ცხოვრობენ და უყვართ შალშავის ჭამა ძალიან. გუშინაც ტყ...ღ-აჟოის არ არის ღუნღულა, არც ღუღუნი არ იცის, ღაჟოს უნდა იცნობდეს ყველა ბიჭი - რაინდი! თუ ოცნებობ რომ გახდე მონ...ო - რბიმთაზე ორად გაპობილი მოსჩანს თეთრი ლოდი, იმ ლოდიდან დაბლობისკენ მოქრის ორი ორბი. ყელზე თეთრი საყელო აქვთ, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026