kids.ge logo

ყ - ანჩა

ფავორიტებში დამატება

ყანჩაზე უნდა მოგიყვეთ,
ბა, მოსწიეთ ყურები!
მოგზაროდნენ ერთხელაც
ბუნებისმოყვარულები.

ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბის ახლოს,
რომ გამართათ სადილი,
ყლორტებს ჩალის და ლერწამის
სულ დაფარა ნაპირი.

ცებ გაისმა ჭახანი
და სადღაც თოფი გავარდა,
აქ ნადირობა და სროლა
აკრძალულია არადა...

ყური მიუგდო სუყველამ,
აღშფოთებული ირით,
ფიქრეს: „ალბათ შემოძვრა
ცბირი ბრაკონიერი..“

თურმე ნუ იტყვით, ყანჩაა,
დგას აფხორილი, მშირი
და ატყაპუნებს გრძელ ნისკარტს,
თოფის ხმასავით ძლირად

ერთს კიდევ გეტყვით ყანჩაზე,
(ვერ დავიწყებთ ვერასდროს),
ის ერთადერთი ჩიტია,
ვინც თავის შვილებს ვერა სცნობს.

თუმცა, სრულებით არ არის
ცუდი დედა და ბებია,
როგორც კი ჩეკავს მართვეებს,
მაშინვე ეფანტებიან

და მერე, იცით, რას შვრება?
სადაც კი გადაეყრება,
ამქვეყნად სუყველა მართვეს
თავის შვილივით ექცევა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვ - არხვიხუჭუჭა ვარხვი გინახავთ? ბავშვებო, აბა, გამოტყდით! ვარხვისთვის ტბაში ცხოვრება არის ნამდვილი სამოთხე... ტურ...კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთანერთ საღამოს პანტის ძირას თამაშობდა გოჭი კოლა, თან ფიქრობდა : ,,სად არიან ბელი ვასო, ტასო, ლოლა?! თხილს ფე...ლ - აკლაკი„ქალაქობანას“ თამაშობს ლაკლაკის მთელი ოჯახი. ჩამოირიგეს ფურცლები, კალამიც ყველამ მონახა. ქალაქი „ლ“-ზე ლო...ი - ხვი ფართოცხვირაპაწაწინა იხვმა ფართოცხვირა მიმიმ აიჩემა ერთხელ: „რად მაქვს დიდი ცხვირი?! სად გამოვყო თავი, ხალხში ასე ვივ...ტ - უკანიტყუპ ძმებს - ტატოს და ტარიელს რადგან ჩიტები უყვარდათ, მამიკომ ამერიკიდან ტუკანი ჩამოუყვანა. ასეთი ჩიტი უბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026