kids.ge logo

ჩ - იტბატონა

ფავორიტებში დამატება

ჩიტბატონას ამბავი
განა მონაგონია?!
უხსოვარ დროს მიწაზე
ცეცხლი არა ჰქონიათ.

ჩურჩულებდნენ, ჩიოდნენ,
ჩირები - საწყლები,
ჩანს თუ დავრჩით უცეცხლოდ
სიცივისგან გავწყდებით.

ღმერთთან უნდა ვაფრინოთ
ჩვენგან ჩიტი საჩქაროდ,
- აბა, ვინ გვყავს მამაცი
გული რომ გაგვიხაროს?!

ჩიტბატონა აღმოჩნდა
ის ყოჩაღი ფრინველი,
ვინც აფრინდა ღმერთამდე
მოწყალების იმედით.

მან ცეცხლი წამოღო,
მაგრამ დაღლილს სიშორით,
გზად ბუმბული დაეწვა,
დარჩა სულმთლად შიშველი.

მობუზა ჩიტუნა,
კანკალდა, ატირდა,
ცეცხლობა არ ჯობდა?
ამ ტანჯვისთვის რა მრჯიდა?!

ფრინველებმა უწამლეს
ჩიტბატონას საწუხარს,
თითო -თითო ბუმბული
ყველა ჩიტმა აჩუქა.

დაფასდა გმირობა,
ვალში არ დარჩენიან,
დღეს ეს ჩიტი ყველაზე
ლამაზი და ჭრელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭ - ოტიჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო, კივის: „რატომ გათენდა?! მზე თვალებში მაჭყიტებს, მომაშორეთ აქედან!“ ჭანჭურიდან აჭყივ...ი - ხვი ფართოცხვირაპაწაწინა იხვმა ფართოცხვირა მიმიმ აიჩემა ერთხელ: „რად მაქვს დიდი ცხვირი?! სად გამოვყო თავი, ხალხში ასე ვივ...ს - ირაქლემაის აფრიკის მშვენებაა, ჩიტია და აქლემს მოჰგავს, სულ არ იცის ცაში ფრენა, სირბილში კი თავს არ ზოგავს. გადაწო...გ - ედიგედი კი განა გგონიათ, არ გაგაოგნებთ ნადავლით?! ტალღებზე გარინდებული ის პრინცესაა ნამდვილი. გასაოცარი სინა...ტასო მოიტაცეს...ერთხელ ტასოს უსაქმურად გადაედო ფეხი ფეხზე, თვალს ავლებდა ჭალის პირზე ასკილების ფერად მესერს. ,,მე მინდა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026