kids.ge logo

ლევანი და აქლემი

ფავორიტებში დამატება

მასწავლებელი გაკვეთილს
უხსნის პატარებს კლასში,
მას გასუსული შეჰყურებს
ოცდაერთივე ბავშვი.

საინტერესოდ უყვება
გარეულ ცხოველებზე:
ლომზე, მელაზე, ფოცხვერზე,
დათვზე, ტურაზე, მგელზე

და თან აჩვენებს სურათებს-
ლამაზებს, ფერად-ფერადს,
ზოგი ჭრელია და ზოგი
შავი, მორუხო ფერად.

მერე კლასს ჰკითხა:-"ბავშვებო,
რა ცხოველები იცით?
ან ზოპარკში რა ნახეთ,
ან სურათიან წიგნში?

კითხვის პასუხად ლევანი
ზე წამოიჭრა მყისვე,
-"მე ვიცი ერთი ცხოველი,
სავარძელი აქვს ზურგზე".

მასწავლებელი იცინის;
-"აი, თქვენ გამოცანა,
რა მოწონა ჩვენს ლევანს?
აბა,მითხარი ანა."

წამით დაფიქრდა გოგო და
პასუხს ღიმილიც ახლავს;
-"მასწავლებელო, ლევანმა
ალბათ აქლემი ნახა."

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზარმაცი ბაჩანაამ დილით ზოოპარკში მე, ბაჩანა, გოგი, წაგვიყვანა მამიკომ ჩვენი შავი "გოლფით". მივესალმეთ ბაჭიებს, კუდბათქუ...ჩემი საქართველომიყვარს ჩემი საქართველო, მისი ზღვა და ხმელეთი, კლდიდან მჩქეფი ჩანჩქერები და უფსკრულთა ბნელეთი. მთები, ცამ...ზარმაცი ჯამბული- გაკვეთილებს რად არ სწავლობ, რად ზარმაცობ ჯამბული? მუდამ რად ხარ მოუსვენრად, სხვა ფიქრებში გართული? - რა...ყურძნის მკვახე მტევნებიდაუძახა დედიკომ თინიკოს და ლევანს, ნაღვლიანად დაჰყურებდა ყურძნის მკვახე მტევანს. -დედი, შენს თავს ვფიცავა...* * *დედი, შეხე, ჩვენი ფისო, სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო! -კატას კიბე რაღად უნდა, შენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026