kids.ge logo

ზამთარი მოსულა ყველასთან!

ფავორიტებში დამატება

მოსულა ზამთარი მხირული
დიდრონი ფანტელების ჟრიმულით,
სპეტაკი თოვლის საფარველით
ზამთარი მოსულა სანატრელი!

გუნებაცვალებადი ზამთარია,-
ხან თოვს, ხან წვიმს და ხან ქარია,
მოსულა ყინულისაბჯრინი,
ხან მზინი, ხან ავდრინი.

მოსულა ზამთარი კუდღლიანშიც,
მოსულა ზამთარი ციყვიანშიც...
მოსულა ზამთარი ტყეში, ღრეში,
ლამაზი ზამთარი ვერცხლის ფერში...

თეთრად ჩამომდგარა ნუკრიანშიც,
ზამთარი თოვლისქურქიანი,
ზამთარი მოსულა ირმიანშიც,
ზამთარი-ვერცხლისსირმიანი.

მოსულა ყველგან და ყველასთვის,-
მგლისთვის, ტახისთვის თუ მელასთვის...
ჩიტებმა ცაში შეკრეს კამარა:
-ზამთარს შევეგებოთ?
-აბა, რა!

ყინულქვეშ გაიტრუნა ნაკადული,
ეცრად შეწყვიტა რაკარუკი,
მდინარეს ნაპირები გაყინა,
წყაროს კი ... დათვივით დაძინა?!

ზამთარი ფუმფულაქურქინი,
ზამთარი თოვლისბუქიანი,
მთა-ბარი ასე რად მორთულა?
ვერ ხედავ?
ზამთარი მოსულა!

-მშვიდობით მოხვედი, ზამთარო,
ჩვენს ტყეში თეთრად ჩამდგარო?
შაშვმა ცაში გაჭრა კამარა:
-მშვიდობით მოვიდა!
ბა, რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფეხბურთელიბურთს დაარტყა ფეხი ფეხბურთელმა ლაშამ, გაიტანა გოლი, ვაშა, ბიჭო, ვაშა! უხარია ყველას- სოსოს, დათოს, გელას,...კიდევ ერთი ქართველიყველამ გულით გაიხარა,- ციდა ბიჭი დაიბადა! სიხარულით გაიბადრა მშობლიური მთა-ველი,- შეეძინა საქართველოს კიდ...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...ორი ხელი-ორი მაჯაამ ლამაზი ქვეყნის ცქერა ორმა თვალმა ინებაო, ორმა ყურმა გაიგონა მისი ქება-დიდებაო. ორი ხელი-ორი მაჯა მამულ...ხევაშლის ხეს რგავს მახარე, მთელ ქვეყანას ახარებს, რწყავს და მიწას უბარავს, ცივ ნიავს არ აკარებს. -გაიზარდე,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026