kids.ge logo

ტახი ზამთარს უბრაზდება

ფავორიტებში დამატება

მოვიდა ზამთარი თოვლინი,
მოვიდა ზამთარი ჯანღინი!
ფიფქების ცვენა არ ახალისებს...
ტახი რად ბრძანდება ჯავრინი?
მიწაზე ფუმფულა ხალიჩები
დაგო ზამთარმა ადრინად,
ტყე ფაფუკ საბანში გაახვია...
ტახი რად ბრძანდება დარდინად?
ზამთარი ყველაფერს ალამაზებს,
მას ყველა შეჰყურებს აღტაცებით,
ტახი კი ბრაზინად დაღრუტუნებს,
თოვლში რას დაძებს გატაცებით?
მუხის ქვეშ თოვლი სულ გადაქექა,
დაძებს რკოსა და მწვანე ბალახს,
ციყვი ფუღუროდან იბღვირება:
-ხომ ხედავთ?
დაამსგავსა თოვლი ტალახს...
ლამაზ კარმიდამოს მიუშნოებს,
მიწა გადაჩიჩქნა ერთინად,
თუ დროზე რამე არ მოვიფიქრე
ჩემს მუხას წამოაქცევს ფესვინად,
რასაც წაწყდება, ყველაფერს ჭამს,
განა გაჩერდება ერთი წამით,
მთელი დღე რაღაცას ახრამუნებ,
ძმობილო, დაგვასვენებ თუნდაც ღამით?
-რა ვქნა? ზამთარია, ციყვუნია,
ადვილი არ არის საჭმლის პოვნა,
დღედან უფრო უნდა გავისარჯო,
თოვლის ქვეშ მომიწევს საჭმლის შოვნა...
ჰოდა, ტახს ხელი რომ გამართონ,
თაგუნამ მიართვა მარცვლელი,
კურდღელმა სტაფილო მოკითხა,
ციყვუნამ კაკალი დარჩელი...
ზამთარმა კვლავ ნისლი გამოიხმო,
ტყეს ჩამოფარა თეთრი ფარდა,
ტახმა კი ნუგბარს რომ მოულხინა
ადგა და სხვა მუხასთან გადაბარგდა.
სევ თოვს! ისევ თოვს! ისევ ბარდნის!
ტყე უფრო ხვავრილად დაბარდნა...
მაგრამ ვის შეშინებს ზამთრის სუსხი,
მარტო დარჩენილი ტურას გარდა?

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

ზარი
მხიარულად რომ გვეძახის,
ეს ჩვენი სკოლის ზარია!...
ციცინათელა
როცა მეტყვი-ავინთები,
როცა მეტყვი-ჩავქრები,...
ბალი, ბავშვები და ჩიტები
მაღლა, ტოტზე ესხა ბალი,
ზედ რჩებოდა ყველას თვალი, ...
ვარსკვლავებსაც უხარიათ
ვარსკვლავებსაც უხარიათ
ახალი წლის მობრძანება,...
თანაკლასელებთან
ორშაბათი დამდგარაო!-
ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, ...
„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „ტახი ზამთარს უბრაზდება“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ტახი ზამთარს უბრაზდება“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აბაშიძე:


Kids.ge-ს რჩევები

დაეხმარეთ ბავშვს, განავითაროს კრიტიკული აზროვნება

ასწავლეთ ბავშვს, გაანალიზოს ინფორმაცია, რომელსაც ონლაინ ხედავს, და არ ენდოს ყველაფერს, რასაც კითხულობს ან უყურებს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზამთარზე და ლექსები გარეულ ცხოველებზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზამთარზე და ლექსები გარეულ ცხოველებზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ზამთარზე და ლექსები გარეულ ცხოველებზე

ლუარა ჭანტურია
ღორი

ლუარა ჭანტურია

დილით ადრე დედა ღორი
გზას გაუდგა ტყისაკენ,...
ლუარა ჭანტურია
ირემი

ლუარა ჭანტურია

ტყეში ვიხილე ირემი,
გადმოხვეწილი მთებიდან....
მაია კარსელი
საახალწლო კარნავალი

მაია კარსელი

-მომაქვს დიდი საჩუქარი!
კარი ფართოდ გამიღეთ!...
ლუარა ჭანტურია
კურდღელი

ლუარა ჭანტურია

ჩვენს ბოსტანში საიდანღაც
შემოსულა კურდღელი,...
მაყვალა მრევლიშვილი
ციგაობა

მაყვალა მრევლიშვილი

გაჰკრა ბაბუა ზამთარმა,
ზეცა გაფხრიწა ნეკითა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026