kids.ge logo

მუხლუხო

ფავორიტებში დამატება

კისრო და უმუხლო,
ხეზე ცხოვრობს მუხლუხო.
არ სჭირდება ქოხი,
ჰყოფნის ფოთლის ნოხი. ფაციფუცობს, წამწუმ
არ წყვეტს პირის ცმაცუნს.
ხის ტოტს დინჯად პარსავს,
კვირტს ჭამს, როგორც პრასას.
დილიდან ხეს მუხლუხო
შემოივლის სულ უხმოდ,
მაგრამ განა მარტო
საკუთარ პირს ატკბობს?
ფოთლით ავსებს ხონჩას,
დაპურებს ოჯახს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზღვის ცხენიცნობილი ზღვის ცხენი ვარ, მაგრამ, გითხრათ, მრცხვენია, წყლის ზემოთ და წყლის ქვემოთ თუმცა ვცურავ იხვივით, მა...მელაკუდას სალონიმელამ გახსნა სალონი მართლა გასაკვირველი, ლომი ფაფარაყრილი ჩაეწერა პირველი. მგელი, ვეფხვი და დათვი თავიანთ...გათვლაგათვლას ვიწყებ:ერთი, ორი, ბილიკზე დევს დიდი მორი. გადაახტა ყანჩა, მორი უკან დარჩა. იხვიც ვაგლახ-ჯაფითა დი...კონკი-ჟღარუნატურა, კონკი-ჟღარუნა, წითურა და ჟღალუნა, მთელ სატურეთს არცხვენს, არც პირს იბანს, არც ხელს! მუდამ დაუვარცხნ...ზაქის არჩევანიჩვენი ზაქი, ზაქარა რას უწუნებს ამ ქალაქს? _განა რამეს უწუნებს, მართლაც ხარობს ნანახით, მაგრამ ასფალტს ტკი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026