kids.ge logo

ენძელებს ჰკითხე

ფავორიტებში დამატება

ვიცი დამეძებ, მაგრამ არ ვჩანვარ,
მე ხომ გაზაფხულს მოვყევ ენძელად
და თუ არ გჯერა, მოდი, დამხედე,
თავს დავხრი ჩუმად, წყნარად, ერთხელაც.

ატმის კვირტშიც ვარ და ველოდები,
მზის სითბო გამშლის ნაზ ყვავილებად,
სურნელად ჰაერს მოვეფინები
დაგეკერები გულზე ღილებად!.

ღრუბლებშიცა ვარ, ზეცას ახედე,
ღიმილს გიგზავნი ჟუჟუნა წვიმად,
სიოდ გაგივლი ცხელ გულისპირზედ,
ტყის პირს ამოვალ ხვირა გვიმრად.

მდინარეცა ვარ დამშვიდებული,
ფრთხილი დინებით ფესვებს გიცოცხლებ,
პეპელასაც კი დავემსგავსები
მოგცემ პირობას, დიდხანს ვიცოცხლებ!

მთის მწვერვალიც ვარ ყინულინი,
მზესთან ვჭორაობ შენს სიყვარულზე,
თუ მოინდომებ ყველგან მიპოვნი,
ჩემი არ გჯერა?.. ენძელებს ჰკითხე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიდგულა კნუტიდა-ძმამ, ქეთომ და ნიკომ კნუტი ნახეს მტირალი, საცოდავად ბალახში შემძვრალიყო მშიშარი. შეეცოდათ ფისუნა, ჩაიწ...მათემატიკა თუ იციამ ცხოვრების ავან-ჩავანს ვერ გაიგებ მარტივად, თუ არ იცი ანგარიშის კარგი არითმეტიკა. ყველაფერი რით იწყება,...არ შეგვეშნდეს დიდი დაღმართისლოცვის იმედით გულანთებულნი იმედს არ ვკარგავთ, ძაძები გვეყო! მუხლდაჩოქილი უფლის ხატის წინ ჩემთვის ვჩურჩულე...მასწავლებელსცოდნის სინათლის მატარებელო, უფლმა მოგცეთ დიდი დიდი გაძლება, რადგან თქვენა ხარ მათი მოძღვარი, ვინც ამ ქვეყ...ღმერთო დალოცეღვთისმშობლის წილხვედრ მიწას ვუმღერი, ვესალბუნები, როგორც მალამო, ღმერთო დალოცე ქვეყნად ქართველი, ფესვგამა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026