kids.ge logo

ეზოს ძაღლი ამუნა

ფავორიტებში დამატება

ე−ზოს ძაღ−ლი ა−მუ−ნა
ა−სე რა−ტომ გა−ავ−და?
უღ−რენს ყვე−ლას, ღრი, ღრი, ღრი,
უ−ყეფს ყვე−ლას, ავ, ავ, ავ!
და−უყ−რი−ა ლეკ−ვე−ბი
ცე−რო−დე−ნა ნე−კე−ბი;
თეთ−რე−ბი და შა−ვე−ბი,
ჭრე−ლე−ბი და ჭრუ−ლე−ბი,
დე−დის თვალ−მა−ხა−რე−ბი,
დე−დის გაპ−რან−ჭუ−ლე−ბი.
უ−ცხოს არ−ვის ა−კა−რებს,
ყნო−სავს გეზს და ნაკ−ვა−ლევს.
უ−ყეფს გამვლელ-გამომვლელს,
გზა−ზე მათ რა გა−მო−ლევს?
სცა−დოს ვინ−მემ და ლეკ−ვებს
რა−მე გა−უ−ბე−დოს?!-
ა−სეთია დე−დო−ბა,
რო−ცა ძაღ−ლიც დე−დობს.
მხო−ლოდ ე−ზოს ბავშ−ვე−ბი
სარ−გებ−ლო−ბენ საშ−ვე−ბით.
ლეკ−ვებს ე−ფე−რე−ბი−ან
ნა−ზად, რომ არ და−ფეთდ−ნენ
და უყ−რი−ან წინ, ჯამ−ში,
ნაირ-ნაირ კან−ფე−ტებს.
ე−ცი−ნე−ბა ა−მუ−ნას:
-ლეკვს კან−ფე−ტი რად უნ−და?
ყვე−ლა−ფერს ჯობს, დე−დის რძე
სვი და ტკბი−ლად შე−ირ−გე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხაჭაპურირატომ ვჭამო მარტო ყველი, რატომ ვჭამო მარტო პური, ტოსტერს თითი დავაჭირე, გამოვიდა ხაჭაპური....გოგლი-მოგლიარც აცხელა, არც აცია, ჯამში ჩახტა კვერცხის ცილა, თქვა ვანილმა: მეც იქ მინდა! თქვა შაქარმა: მეც იქ მინდა! ...იკას კიჭიწკარა–წკური გააქვს ჭიქებს, უკაკუნებს იკა კიჭებს: ერთი–ორი, ერთი–ორი, აღარ დარჩა სახლში ბროლი! აღარ დარჩა ...ბოლოკი და ჭარხალიბოლოკი და ჭარხალი მიდიოდნენ ხანხალით, გზაზე თაგვი შემოხვდათ ზურგზე ბარგი-ბარხანით. ჭარხალი და ბოლოკი გაუს...წელი რომ მოვა ვირთხის–ჩემზე ლექსს, აბა, ვინ დაწერს?- ტირის პატარა ვირთხა, _ თურმე არავის ვუყვარვართ, დილით ბაბუამ მითხრა. ამშვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026