kids.ge logo

ვაშლის ხე

ფავორიტებში დამატება

ჩვენს ვაშ−ლის ხეს თოვ−ლის ფიფქ−მა
თეთ−რი კა−ბა მო−უ−ქარ−გა,
გულ−ში ფიქრობ:ასეთ კა−ბას
ცის ფე−რი−ა მო−უ−ტან−და.

სი−ლა−მა−ზით კოპ−წი−ა−ობს,
თით−ქოს სძინავს,სიზმრებს იხ−ვევს,
ფერად-ფერად სამ−ყა−რო−ში
ნა−ვარ−დო−ბით ღა−მეს ი−თევს.

აბა,როგორ გა−ა−ტა−როს,
გრძელი,გრძელი ზამთ−რის ღა−მე?
თუ სიზმ−რებ−ში არ გა−ერ−თო,
არ ეს−ტუმ−რა ვარსკვ−ლავს ცა−ზე.

რო−ცა მო−ვა გა−ზა−ფხუ−ლი,
თეთრ ყვა−ვი−ლებს გა−მო−ის−ხამს,
სიყ−ვა−რულს და აღ−ტა−ცე−ბას
ჩვენს საც−ქერ−ლად გა−მო−ი−ტანს.

უ−ყუ−რებ და ყვა−ვი−ლე−ბის
სი−ლა−მა−ზით ი−ხიბ−ლე−ბი,
მზის სხი−ვებ−ში გახ−ვე−უ−ლი,
ხე რას ფიქ−რობს მა−საც ხვდე−ბი.

მე−რე მო−დის სას−წა−უ−ლი,
ყვა−ვი−ლე−ბი რომ გაქ−რე−ბა,
მათ ად−გილ−ზე ბავს−ვე−ბისთ−ვის
გემ−რი−ე−ლი ვაშ−ლი ჩნდე−ბა.

ჩვენს ვაშ−ლის ხეს მზე დაჰ−ნა−თის,
სი−ო ნა−ზად ე−ფე−რე−ბა,
ბავშ−ვე−ბისთ−ვის სიყ−ვა−რუ−ლი,
სიტკ−ბო−ე−ბა ე−მე−ტე−ბა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემო საქართველომე საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ, ქართული მიწის მადლით გაზრდილი, მისი მკვიდრი ვარ,მისი სისხლი ვარ, მისი დრ...მე ქართველი ვარმე ქართველი ვარ! - გული აძგერდა, სამყაროს გასცდა ძახილი მისი, მე ქართველი ვარ და არ მჭირდება, სიტყვა, მიწ...ჩემი მეგობარი გაზაფხულიგაზაფხული სიყვარულით, ყვავილებით ირთვება, იკაზმება მზის ნათელით, იღვენთება სიმღერად. იპრანჭება შესახვედრა...ბებიასქალთა დიდი დღეობაა მოქრიალებს ეტლი, მოაქვს ფიქრი უამრავი და ოცნება ბევრი. ცოტა ფიქრი და ოცნება ჩემს დედიკ...ჭიათურასროცა ფრთებს შეისხამს სიხარული, როცა ყვავილების ზღვაურია, როცა ფერადდება არე-მარე, როცა ხვავიანი ხმაურია. ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ვაშლის ხე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026