kids.ge logo

მასწავლებელი

ფავორიტებში დამატება

დრო მალე გადის, ჩვენც მას მივყვებით,
და წლებთან ერთად უფრო ვიზრდებით,
გივე ვრჩებით, ანდა ვიცვლებით,
დამკვირვებლებად გარდავიქმნებით.

ვხვდებით, ცხოვრება ცვალებადია,
ხან აღმართია, ხან დაღმართია,
ხან უცებ გაცლის რაც გაბადია,
საწუთრო ასე უკუღმართია.

თუ შეგეშალა, ფეხი დაგიცდა,
თუ დარდის გახდი მატარებელი,
მაშინ გკითხავენ, შენ აქ რა გინდა,
ვინ იყო შენი მასწავლებელი.

თუმცა პირიქით ხდება ხშირადაც
და ნაყოფს იმკის შენი ჭაპანი.
კეთილს მოტან მერე იმათაც,
მაო იყო ვისიც ჯაფანი.

მაშინაც, როცა გზა აღმა მიდის,
ღარ ხარ დარდის მატარებელი,
მოკითხავენ კრძალვით და რიდით,
ვინ იყო შენი მასწავლებელი.

მიტომ ამას ვუსურვებ შვილებს,
არ დავიწყონ ამაგი მათი,
ვინც ასწავლიდათ ცხოვრების წიგნებს,
ვინც იყო მათი გზების ლამპარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სუპერდედასუპერძალების გჯერათ? უკითხავთ თურმე კლასში და ახმაურდა ერთად თურმე ოცივე ბავშვი. სპაიდერმენი, ჰალკი, ფლეშ...ანიტა და წიგნები„წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“. სარეკლამო ბანერად კაშკაშებდა წარწერა. შეამჩნია ანიტამ, უმალ თავი ჩაქ...ქართული დედა-ენაამე საქართველოს შვილი ვარ აქ მომავლინა გამჩენმა. ზეცისგან დალოცვილი ვარ, რომ დავიბადე ქართველად. ენაც ქართ...თანამედროვე და-ძმაჩვენს პატარა ოჯახში, ორი ბავშვი ცხოვრობსო. სხედან მათთან ოთახში, დაამსგავსეს სოროსო. უმცროსია დაიკო, და ც...მომავალი სპორტსმენიენერგიულ პატარებს სპორტი გვიყვარს ძალიან, მშობელი თუ გვაძალებს, მაშინ უფრო გვცალია. აქეთ კალათბურთიო, იქი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026