kids.ge logo

თხა

ფავორიტებში დამატება
ერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა
თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა.
ატროკდა ერთხელ ბეკეკა, გაიჭრა ტყეში, გავარდა,
ნეკერი ჩააკრახუნა, კუნტრუშით შენავარდა.
მაგრამ ჩამწარდა მოლხენა, დღე დაუბნელდა მას შავად:
მგელს სუნი ეცა და თავზე წაადგა სულთამხუთავად.
გამაძღარი თვალები ცეცხლივით დაუბრილა,
კბილი მოავლო, გაჰგუდა, აბღავლა, ააღრილა.
ცხლად გადასანსლა მსუნაგმა, შეკვრიხა, შეახრამუნა!
მხოლოდ რქები და ჩლიქები ბებიას დანარჩუნა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმერული სიმღერაპატარა საყვარელო, რისთვის მომიკალ გული? გალიაში გაგზარდე, ვით მაისის ბულბული. შაქრით მყავდი გაზრდილი, შენ...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედშენს წმინდა საფლავს, გულის მოსაკლავს, დავყურებ, გმირო, სულგანაბული; შენგან ქებული, დავიწყებული დღეს მაგონ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026