kids.ge logo

შავი ყორანი

ფავორიტებში დამატება
გზა გავირე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები... ნუ იხედები!”

გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვი
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა სევდიან ნანას ამბობს ქარირა სევდიან ნანას ამბობს ქარი, ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი. დაიძინეთ, სურვილებო - კმარა! კმარა ცრემლი, რაც ...სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაშიდედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილა...რომელი საათია?ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული - რომე...ფოთლებიჭკნება, ყვითლდება საბრალო ბაღი, ქარი უბერავს, ფოთლები სცვივა, გამოურკვეველ მწუხარებაში მზეს სული უწუხს და...დაგიფარავენმივეჩქარები იქ ხელაღებით, სადაც არაგვი მოჰქრის გიჟური, სადაც ბაღებით და ვენახებით ციხიდან შუქი გამოიჟურა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026