kids.ge logo

დგება შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
გუგუნებს ალი მხირულ ბუხრის,
მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს,
კიდევ ედება გედები მწუხრის
გედებს ცეცხლისკენ გადაღერილებს.

რაც უფრო შორს ხარ, ძვირფასო დროო.
უფრო სავსეა გზა ამ გედებით,
და სიყვარული, ვით ვატერლოო,
მოფენილია ამ იმედებით.

სხვა მხარები უხსოვარ ხნიდან
მაწვალებს, მათრობს და მეფერება.
თვით სამარემდე მათ ლანდს მივიტან,
რადგან ვერ ვპოვე ბედნირება.

სულ ერთი არის: ღვინით, ან ქალით,
ან ყვავილებით - გაქრნენ ვნებები.
შუბლზე გადვისვამ ხელებს კანკალით,
რომ გაფანტონ მოგონებები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზეო თიბათვისამზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები. იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ...მოსვლას აპირებს წვიმამოსვლას აპირებს წვიმა, იგრძნო ღრუბლების გემმა, გააწკრიალა სიმმა შენი სახელი - ემა. გადატეხილი მეხით ლამის...მიცქირე თვალშიმიცქირე თვალში, შენ დადუმდი? იგრძენი განა? იყავი ჩუმად და ბინდიან თვალში მიყურე. ნურაფერს მეტყვი, მე არ მ...შიშველისიმაღლე ლაჟვარდთა, ვარსკვლავთა სიმაღლე, სიმაღლე ზამბახისა! ყელი გაქვთ გედივით მაღალი და სწორი. ოჰ,თქვენს ...დამწველი თავის სიმშვენიერითდამწველი თავის სიმშვენიერით, დამშვენებული უხვი განგებით ფეხთან პერანგი იწვა ცბიერი, როგორც ელვარე ფარშავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026