kids.ge logo

გაზაფხულის მაყრები

ფავორიტებში დამატება
მიპარება ზამთარი,
ძალ-ღონე გამოლია,
და თვალს არიდებს გაზაფხულს!..
რა ცუდი მასპინძელია!

კარის-კაცები თან მიჰყავს:
ანთება, სურდო და ხველა:
“წინ წყალი, უკან მეწყერი!..
წყალმა წაღო სუყველა!”..

მის ნაცვლად ველით გაზაფხულს:
ჟუჟუნა, მშვენირია!..
მისი ტანისამოსი
ცხო და მრავალფერია!

წინ მოუძღვიან ჩიტები
მაყრულით სამურითა,
ბულბული ჩანგით დახვდება
და შაშვი სალამურითა.

მერცხალი მახარობელი
ჭიკჭიკით მონავარდე
და სუნნელების მფრქვეველად
მზად ზამბახ, ია, ვარდია.

ქვეყანა მაჯას გაიხსნის,
გული დაწყებს ძგერასა
და სადუმლო სიმებით
წყებს ბუნება ჟღერასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციცინათელაჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა! ანათებ და კარგი ხარ, მე თ...ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედშენს წმინდა საფლავს, გულის მოსაკლავს, დავყურებ, გმირო, სულგანაბული; შენგან ქებული, დავიწყებული დღეს მაგონ...ჩემი სიმღერატიალმა წუთისოფელმა ნაღველი დამალევია; არც მომკლა, არც დამარჩინა, არც სული დამალევია. გაჩენის დღესა ვიწყევ...ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026