kids.ge logo

ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ

ფავორიტებში დამატება
ზემია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან -
შეიკრიბნენ ცხოველები,
თოვლის პაპას ელიან.

ნაძვი მორთეს, ათასფერად
ციმციმებს და ანათებს.
ნაძვის ძირში ალაგებენ
სახალწლო ბარათებს.

ხარიათ ხეზე ჩიტებს,
სოროში კი თაგუნებს:
- მალე მოვა თოვლის პაპა
და ჩვენც რამეს გვარგუნებს.

სწორედ მაშინ, ტყის საათმა
თორმეტჯერ რომ ჩამოჰკრა,
ტყდა ერთი ჟრიმული,
რა გგონიათ, რა მოხდა?

რისი სანტა, რა კლასი,
წამოვიდა თოვლი და
თეთრი წვერით, შავი ნაბდით
თოვლის პაპა მოვიდა.

მის გარშემო შეიკრიბა
ყველა, ტყეში ვინც არის.
ვის რა ერგო საჩუქარი,
ბა, გამოცანით!

დათუნიას - განა თაფლი?
მისცა ჭრელი ბალიში.
მაინც სძინავს მთელ ზამთარს და
თათის ლოკვას არ იშლის.

მგელს აჩუქა რადილა,
- დამიფასებ ამაგსო,
ღამღამობით რომ ყმუხარ,
მოუსმინე ამასო.

ჩამოაცვა გრძელ ყურებზე
კურდღელს დიდი სათვალე
- ბაჭიბი არ დაკარგო,
გაკეთე, დათვალე!

კალათბურთის სათამაშოდ
ჟირაფს ერგო ბურთი და
ზღარბს - ძაფები ათასფერი,
ჯადოსნური ყუთიდან.

წიგნი მისცა ზღაპრებისა
მელაკუდა-მელიას
- წაკითხე არაკები,
შენ თუ გამოგელია.

ლომს აჩუქა მაკრატელი,
- არ გამიწყრე ამაზე,
მეფე ხარ და დაგჭირდება,
ფაფარს გაილამაზებ.

სარკე მისცა მამუნს და
ტურას - დიდი საყვირი,
სავარცხელი - ოფოფს, ზებრას _
ზოლინი აღვირი.

სპილოს აძლევს კბილის ჯაგრისს
- დახეხე ეშვები!
ჩიტებს - ლამაზ პარაშუტებს
- ძირს ამით დაეშვებით!

საჩუქარი ჭრელ ხურჯინში
ყველასათვის აღმოჩნდა.
მერე ისევ ჩაყო ხელი,
მგონი, რაღაც გამორჩა...

ჰო, ახალ წელს, გაგონილა,
ტკბილელი არ იყოს?
რა თქმა უნდა, კანფეტებიც
უნდა ჩამორიგოს.

მთელი ღამე ლხინი ჰქონდათ
უღრანი ტყის ბინადართ...
მაგრამ დილით, თოვლის პაპა
სევ გაჩინარდა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გოზინაყიდათვმა თაფლი მოიტანა, ტკბილი, როგორ შაქარი. ციყვმა ზამთრის მარაგიდან გაარჩია კაკალი. კურდღელი ჭრის ნიგოზს...ფისო-დიასახლისიმზე როდესაც ამოვა, ფისო დადგამს სამოვარს. მერე ქადებს დააცხობს და მაგიდას გააწყობს. დაუძახებს კატუნებს, კ...ობობარა ყოფილა ეს ობობა, მთელი ეზო შემოღობა! განა წნელით ანდა ფიცრით, - რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით? ქსელს ამ...რკოს კაცუნადღეს პატარა ვერიკომ მოაგროვა ტყეში რკო. მერე დაჯდა ხის ძირას, გააკეთა იცი, რა? პაწაწინა კაცუნა, რკოსთავა ...ლომიფაფარი ისევ ისე მამშვენებს, გემთან მრავალი მოდის მნახველი. მაგრამ რა მეთქმის - არ მაქვს სამეფო, მეფისა შე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026