kids.ge logo

მამუკა

ფავორიტებში დამატება
გადაიგრიხა მამუკამ
სიმინდის ფოჩის ულვაში,
თოფისწამალი ჩაყარა
თავის ხელთოფას ლულაში,
ჯოხის მერანზე გადაჯდა,
დასცხო ბუკი და ნაღარა,
ჩანი ცხენის არ იყოს,
ტყუპად ტლინკებიც აყარა.
თავზე დაესხა ბოჩოლას,
კუწა მკვახე კვახები.
- ბიჭო, მამუკა, დაწყნარდი,
ცოდე, გალახები!
არ დაშალა მამუკამ
ხმლისა და თოფის ტრილი,
ახლა მურიას მივარდა
ყიჟინითა და ღრილით.
მურამ უთმინა, უთმინა,
კუდიც კი გაქიცინა,
სულ მთლად რომ თავზე
დააჯდა,
ბოლოს მურამაც იწყინა,
შემოხია შარვალი,
მერე ისეთი იფრინა...
შარვალჩახდილი რომ ნახა,
დაწვა და ბევრი იცინა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვარადავარადა, ბიჭო, ვარადა, უკვე აღარ ვარ ავადა, დედიკომ ძალით შემასვა წამლები მთელი კარადა. კენჭივით ბიჭი ვიზრ...სტუმარ-მასპინძელიაბა დელია-დელია, ყვავმა იშოვა ყველია, პატარა ლხინი მოაწყო, მოიპატიჟა მელია. მართალი არის, მელია ლოთი და ღ...იხვი და მამალივიტი, ვიტი, ჩემზე დიდი მოცურავე ვინ არი, ვის ამშვენებს ულვაში, გამეჯიბროს ცურვაში. ზურგზე ლურჯი ზოლი გამდ...ავადმყოფიდღეს სულ მოწყენილი ვარ, ხასიათი წამიხდა, იცით, ჩემი თოჯინა ძლიერ ავად გამიხდა. ხმას არ იღებს სრულებით, არ...თაგვითაგვი ვარ, სპილო ხომ არ ვარ, რომ მაბრალებენ ამდენსო, ერთ მარცვალს შევჭამ, ყვირიან: - ვაი, ბეღელი დაგვევსო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026