kids.ge logo

კირკიტელა კაკალი

ფავორიტებში დამატება
მსურს მოგითხროთ ამბავი
არცთუ ისე ახალი,
გზაზე ვნახეთ კაკალი,
კირკიტელა კაკალი.
მწვანე ჩენჩო ტანიდან
ახლად ჰქონდა ამძვრალი,
მზეზე იყო დამწვარი
კირკიტელა კაკალი.
ვერას გავხდით კბილებით,
ყო მეტად მაგარი,
ქუსლიც ვურტყით, არ გატყდა
კირკიტელა კაკალი.
ქვით გვინდოდა დამსხვრევა,
გაგვისხლტა და გაგვექცა.
ჭიანჭველის ციხე-კოშკს
ეძგერა და დალეწა.
სახლში როცა მივედით,
იქ ფილთაქვა დავკარით,
გადაგვიტყდა ფილთაქვა,
მთელი დარჩა კაკალი.
რო ვთხოვეთ მჭედელსა,
რკინის ურო ვება.
ვთქვით: - კაკალო, კაკალო,
მას უნდა შება! -
ავწიეთ და დავარტყით,
დავულეწეთ ცხრა კარი,
ერთინად დაიმსხვრა
კირკიტელა კაკალი.
ეს მითხარით, ამბავი
თუ გსმენიათ ამგვარი?
მთლად ფუტურო გამოდგა
კირკიტელა კაკალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიმღერა საქართველოზემოკაშკაშე ცაო, ზღვაო, ლიცლიცაო. დათოვლილო მთაო, მთაო, ქათქათაო, ჯეჯილო და ტყეო, სულ იშრიალეო, საქართველოს...სიმღერა წიგნზეხეზე გალობს მგალობელი, მზე უცინის იასა. მთიდან წყარო მოიმღერის დელი-ოდელიასა. ძია კომბლემ მწვანე სერზე ცხ...სად არიან წელიწადის დრონიმზე მიწაზე ჩამოსახლდა, ზაფხულია ბარში ახლა. - სად გაიქცა გაზაფხული? - გაზაფხული მთაში გახლავთ. იქ ღრუბლებ...დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სიყოველ დილით ღიღინ-ღიღინ იჩქარიან სკოლაში შვიდი და-ძმა მუსიკოსი - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. დო ყველაზე ...თოვლის პაპის ნათქვამიცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026