kids.ge logo

ჯილდო

ფავორიტებში დამატება
ბებიამ უთხრა შვილიშვილს,
შენ გამახსენო, იქნება:
- ორს ერთი რომ მივუმატოთ,
ნეტავ რამდენი იქნება?
- სამი, - მიგო მაშინვე
ბიჭუნამ დაფიქრებლად.
- ჩემო ჭკვვინო ზაზული
დაიმსახურე შექება,
ჰოდა, ამისთვის, გეთაყვა,
სამი კანფეტი გერგება.
- მე კი მეგონა, ბებიკო,
რომ ნამდვილ პასუხს ითხოვდი,
ეგ რომ მცოდნოდა, მაშინ ხომ
ათია-მეთქი, ვიტყოდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალბედა მეთევზეანკესს ვაშლი წამოაცვა პაწაწინა რეზიმ, უნდოდა რომ მდინარეში დაეჭირა თევზი. - ბიჭო, ვაშლით თევზაობა სად გინ...მოხერხებული ბიჭუნადათოს სურდა მდინარეზე გაჰყოლოდა გიგის, მაგრამ დედამ საბანაოდ არ გაუშვა იგი: - მუცლის ტკივილს უჩივი და წყა...კახას ცხენიკახამ გულში ნადები გაუმხილა დედას: - ხატვის მასწავლებელი ცხენს ვერა ცნობს, ნეტავ? - აგრე რატომ გგონია, აბ...ყურადღებიანი გოგონა- ვის უგზავნი მაგ წერილს? - ჰკითხა დედამ ლალის. - ჩემს ბებიას სოფელში, - შეანათა თვალი. - მერე, შვილო, რა...აბა, როგორ ვნახავდი- ჩემო პატარა ვაჟკაცო, წუხელის როგორ გეძინა? - ძალიან კარგად, დედიკო, - ბიჭუნამ ტკბილად შესცინა. დედიკომ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026