kids.ge logo

საახალწლო სათხოვარი

ფავორიტებში დამატება
თამუნია დილიდან
რთავს ხასხასა ნაძვის ხეს,
რიგრიგობით ათავსებს
ტოტზე ბურთებს, ლალისფერს.

ვერცხლისფერი რგოლები
სულ, სულ ზემოთ დაჰკიდა,
მერე პაპას მიეჭრა,
- ახლა იცი, რა მინდა?

შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ,
ჰოდა, თუკი გცალია,
მომიწყვიტე ვარსკვლავი,
გეხვეწები ძალიან.

არჩიე ყველაზე
ლამაზი, თან პატარა,
სულ კი არ დავიტოვებ,
მერე მტრედებს გავატან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაზა და ფანქარიზაზამ შავი ფანქრით სახე გაიმურა, ვერ იქნა და მაინც ვერ დახატა მურა. მერე ისევ დიდხანს რაღაც ხაზა, ხაზა, მ...დაჩი და ვარსკვლავებიპატარა დაჩიმ რომ ნახა ცა, ვარსკვლავებით სავსე, იკითხა - ეს ნათურები ვინ აზიდაო ცაზე, ანდა ვინ ანთებთ, ღამ...„დიპლომატი“აქ სანდრიკას მეძახიან, მოსკოვში კი - სანიას, გვარი კიდევ ორმაგი მაქვს, ყველას უკვირს ძალიან. მამაჩემი რუს...პეპლებიჩემს თოჯინას კაბა შეუკერა დედამ, ნახეთ, ამ კაბაზე ხომ პეპლები სხედან? გადავწყვიტე ჩუმად ყველა დამეჭირა, ა...დათა ორი წლისაა...დათა გახდა ორი წლის, სულ ახლები ჩააცვეს, ჯერ თმა შეჭრეს, მერე კი მთლად ზღარბივით დავარცხნეს. ყველა ფოტოს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026