kids.ge logo

საახალწლო

ფავორიტებში დამატება
ხალი წელი ნიკაა,
თოვლის ბაბუა - ანდრია,
ფიფქია - ციცქნა თამუნა
იღვიძებს დილაადრიან.

- ჩქარა ჩაიცვით, ბიჭებო,
ზეიმზე გვაგვიანდება,
არ დაგვავიწყდეს ხურჯინში
ბევრი მაშხალის ჩადება.

საჩუქრებს რომ დავარიგებთ,
შევეგებებით ახალ წელს,
ერთად ჩავაქრობთ ნათურებს,
მაშხალებს ერთად ავანთებთ.

ერთად შევხვდებით ახალ წელს,
ლექსებით, ცეკვა-სიმღერით,
ყველამ იცოდეს, - გმირებად
საქართველოსთვის ვიზრდებით!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ნიკოლოზის ნატვრამტრის დაბომბილ ჩემს ქსუისში თურმე ვაზი გადახმა! ნეტავ ჩემი საქართველო ერთიანი მანახვა!.. მტრის გადამწვარ ...* * *თეთრი გოგრა ნიკას უყვარს, ჩურჩხელები - თამუნას, ბებოს ჯერ არ ამოევლო, უკვე შეახრამუნა. ზამთისათვის მოგროვ...შემოდგომის სურათები* თეთრი გოგრა ნიკას უყვარს, ჩურჩხელები - თამუნას, ბებოს ჯერ არ ამოევლო, უკვე შეახრამუნა. ზამთისათვის მოგრ...ნია და ზამთარიდღეს დედოფალი იქნება, ხვალ ალბათ - მასწავლებელი. მსახიობია ნიაკო, ხანდახან კიდევ - მოდელი. ლექსებიც ძლიერ...რეზის ლექსიგაზაფხული დადგაო, აყვავილდა იაო, თვლა ვისწავლე ათამდე, მიცნობთ? რეზი მქვიაო... ამ ლექსებს მასწავლიან, მე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026