kids.ge logo

ფისო და ლისია

ფავორიტებში დამატება
შარშან ფისო გვაჩუქეს,
პაწაწინა კატუნა,
მაგიდაზე ხტუნია,
ანცი, თვალებხატულა,

დაკუნტრუშებს ეზოში,
ეს ქვეყანა მისია,
ლამბაქსა რომ ლოკავდა,
თავს წაადგა ლისია,

ლისია კუდის ქიცინით,
ჩვენი პატარა ლეკვუნა,
თეთრი,ფუმფულა, მყეფარა,
ცუგრუმელა და ცელქუნა.

მიახლოვდა, დაყნოსა,
გაგორდა ბალახ-ბულახში,
მიაუუუუ!-ფისო შეშინდა,
კანკალდა ულვაში.

ვინ მოგიყვანა ჩემს სახლში,
აქ რას აკეთებ კატაო?
ამ ჩემს ლამბაქთან რა გინდა,
მჭამელი მომემატაო?

რა ბატონო ფინიავ,
ეს ჩემი თეფში-სინია,
შენი კი,- აი ის არის,
შუზე გატეხილია.

ბა შეხედეთ!-თავხედი,
ეგ როგორ გამიბედაო?-
ძლიერ გაბრაზდა ლისიკო,-
ფისოს მოაწვა სევდაო.

ტირდა ჩვენი ციმპალი,
ცრემლით დანამა ბაღი,
კან იხევდა კრუტუნით,
როცა უღრენდა ძაღლი.

ლეკვუნას კნუტის ცრემლებმა,
ცებ მოულბეს გული,
და შეებრალა ფისუნა,
უწრიალდა სული,

დაუყვავა და დაყნოსა,
თათზე დადო თათი,
მას შემდეგ არ გამიგია,
ღრენა-კრუტუნი მათი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყის სამართალიმელამ დათვი დაპატიჟა, წამო ჩქარა ჩემთან ნათლი, ტყეში, მუხის ფუღუროში, არის ბევრზე ბევრი თაფლი. მართლაც ნა...ბაქია მამლაყინწამოდის ჩვენი მეზღაპრე, ჩუმად მოიპარა, სასწაული ამბავი, ბავშვებს მოგვიტანა. ცხრა მთას იქეთ ყოფილა, და ცხრა ...რეზოს კნუტებირეზოს ჰყავს სამი კნუტია: თეთრა, მჩხავანა, ბუტია, მისი წითელი ბუშტები, იმ კნუტებს დაუჩუტიათ. გაბრაზდა რეზო...მელას ფუჭი ოცნებაუღრან ტყეში ცუნცულებდა, მელაკუდა ძალზედ ფლიდი, ქურდბაცაცა, ფრინველების მოყვარული იყო იგი. დამშეული სოფლის...საზამთრო და ნესვითვის ტოლებში გივის სურს, პოლემიკა გამართოს: “ხილს ზაფხულში მივირთმევთ და რად ვეძახით საზამთროს?” ზოგმა რა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026