kids.ge logo

მოსწავლე წიწილები

ფავორიტებში დამატება
ერთხელ მამალსაც მოუნდა,
რომ გახდეს მასწავლებელი,
ყველა წიწილა შეკრიბოს
და გახსნას სასწავლებელი.

აღზარდოს ეზოს ფრინველნი,
გააცნოს ასო ბგერები,
ფიქრობს:-ანბანსაც ვასწავლი,
და კიდეც მივეფერები.

დედლებს უბრძანა: უყიდონ
შვილებს ყვითელი ფორმები,
ჰქონდეთ სულ ციცქნა ზრდილობაც,
ცოდნენ ქცევის ნორმები!

კონსევის ქილა დაჰკიდა,
ზედ იმ საქათმის თავზედა,
არ ჩაძინოთ პაწიებს,
დროზე მოვიდნენ ზარზედა.

დედალი ჭკუას არიგებს,
გააქვთ წიქი წიწილებს,
-ვეღარ მიღებს მარცვალსაც
ვინც დღეს სკოლაში იტირებს!

მინდვრის ყვავილთა გვირგვინი,
დაჰხურა დედამ პატარებს,
სიმაღლით აწყობს და ერთურთს,
კრუხი გულდასმით ადარებს.

ექვსნი წავიდნენ სკოლაში,
შეღეს კლასის კარები,
გულის ფიცარზე ეწერათ,
დედების დანაბარები:

კარგად მოიქცნენ, ისწავლონ,
და არ დასვარონ საცვალი,
თუ უნდათ სახლში მოსულებს,
თითო კაკალი მარცვალი.

აღმზრდელმა სიას ჩახედა,
გაგო კლასში ვინ იყო,
და მისალმების ნიშნადა,
შემოძახა ყიყლიყოოოო!

პასუხად, აღსაზრდელებმაც
ერთად დაღეს პირები,
და მისალმნენ პედაგოგს,
სწავლისთვის გულანთილები.

პირობა დადეს: ეს წელი,
განვლონ ფრიადზე, უცუდოდ,
მაშ, ჩვენც პატარა წიწილებს
წარმატებები ვუსურვოთ!!!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სპილოზოოპარკში წავიდნენ, ნანა, გიგი, კახა, ნახეთ! -სპილო ბანაობს, კახამ დაინახა. უშამპუნოდ, უსაპნოდ?- ატიტინდა...მავნებლებიფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ, მატლს დაუწყო დიდი დავა, ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი, ჩქარა გარეთ გამოძვერი! ეგ ვაშლ...ოქროს კბილიპირველკლასელ გვანცას, გუშინ ადრე დილით, საუზმის დროს მოძვრა, თურმე წინა კბილი. ცოტა სისხლიც რომ ნახა, სულ...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...სოფიოს ზღარბებიმოდით უნდა მოგითხროთ, საოცარი ამბები გჯეროდეთ სიმართლეა არ გეგონოთ ზღაპრები. სოფოს ეზოს ბოლოში, ბინადრობე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026