kids.ge logo

გაზაფხულია მონატრება

ფავორიტებში დამატება
მზე ღრუბლიდან იმზირება,
მთები ნისლში იძირება.

მარტი თვეთა რიგში დგება,
ხის ტოტებზე კვირტი სკდება.

მოფერება მომინდება,
მერცხალი რომ მოფრინდება.

არა,ზამთარს არ ვუჩივი,
თუმცა იყო ძალზე ცივი.

მახსოვს, როცა ციდან თოვდა,
მასაც თავის ხიბლი ჰქონდა.

აწ არ ველი ფიფქებს ციდან,
წუხელ წვიმა ჩუმად ცრიდა...

გაშიშვლებულ ხეთა მხატვრად,
გაზაფხული მომენატრა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელიაჩიტის ბარტყებს მელია ჩუმად თავს დასდგომია მელაკუდას ნდობა კი არვის გაგვიგონია....ცხვარი და ბეკეკაუწყინარი ცხოველია არ შორდება ბატკანს, უკან მისდევს ბეკეკას რომ არ ასცდეს გზა-კვალს. წინ მიდიან კიკინით და...ალექსანდრეს გაკვირვებაალექსანდრემ იკითხა მერცხლები რომ მიდიან ბუდეს აქ, რომ ტოვებენ, მისამართი იციან? დედიკოს გაეღიმა და თვითონ...კურდღლის ბაჭიაყურცქვიტა კურდღლის ბაჭიავ, ჩუმად, რომ დაიარები თუ კი სტაფილოს დაეძებ ნუ მორცხვობ, დაგეხმარებით. ამ სიკეთი...მურა და ბავშვებიარ ეღლება მურას ყბები დღედაღამე ყეფითა, აქით ეცა, იქით ეცა უცხო, რომ შეეფეთა. ეჯიბრება ბავშვებს ვინ აჯობე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026