kids.ge logo

მოგზაური კას ამბავი

ფავორიტებში დამატება

კას სასწაულების ყოველთვის სჯეროდა. დარწმუნებული იყო, რომ ქვას მართლა შეეძლო მისი გადასროლა მომავალში, ამიტომ გადაწყვიტა სამგზავროდ მომზადებულიყო: თეთრი პერანგი გადაიცვა, ქისაში ოქროს მონეტები ჩაიყარა, ოქროს მეტი რა იყო ძველ ეგვიპტეში?! ტყავის ქალამნების ამოცმა დააპირა, მაგრამ გაახსენდა, რომ ძმას ათხოვა - მხოლოდ ერთი, საზიარო ტყავის ფეხსაცმელი ჰქონდათ სახლში - ამიტომ ოქროს ქოშებში გაყო ფეხი, ქვაზე დადგა და გზას გაუდგა მომავალში...

თვალი რომ გაახილა, ქვიშა აღარ ეკვროდა ფეხის გულებზე. რაღაც რუხ, სწორ ზედაპირზე იდგა მაღალსართულიან კორპუსებს შორის. მოეჩვენა, რომ პირამიდა უფრო დიდებული იყო, ვიდრე ეს შენობები, პირამიდას უფრო დიდი ეზო და თვალუწვდენელი სივრცე ერტყა გარშემო. უკეთეს არქიტექტურას ელოდა კა მომავალში. ყურადღებით მიიხედ-მოიხედა და ეწყინა, რომ პირამიდისნაირი დიდებული აღარაფერი შეექმნათ ადამიანებს.

კა ოპტიმისტი იყო. უკეთესის ნახვის იმედით კორპუსების ტყიდან გასვლა დააპირა და ჰოპ! ვერც კი მიხვდა, ვიღაც ყმაწვილმა ყელზე დანა როგორ მიაბჯინა, პირდაპირ თვალებში ჩახედა და თავის მოძრაობით ოქროს ქოშების გახდაზე მიანიშნა. კამ თვალი ქვემოთ გააპარა და დაინახა, რომ ბიჭს მშვენიერი, საუცხოოდ დამუშავებული ტყავის მყარძირიანი ფეხსაცმელი ეცვა. ასეთს ეგვიპტეში სად იშოვიდი. მხოლოდ დიდებულებს ეცვათ და იმის დამზადებას მეწაღეები მთელ წელს ანდომებდნენ. არაა, ისინიც კი არ იყო ასეთი ხარისხიანი... კამ იფიქრა, რომ საწყალ ბიჭს დასცხა და ფეხების გაგრილებას ლამობდა. ქოშები მიუყარა და ხელის მოძრაობით ანიშნა, ტყავის ფეხსაცმელი მისთვის დაეთმო. ბიჭმა ოქროს ქოშებს სტაცა ხელი, სახე სიხარულისგან გაებადრა, ჯერ გაქცევა დააპირა, მერე შილიფად ჩაცმულ ფეხშიშველ კას გამოხედა, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა „Oh mon Dieu“* და ფეხსაცმლის გახდა დაიწყო.“რა მაგარია! - გაიფიქრა კამ - ჩემნაირი ფეხსაცმელი მთელ ეგვიტეში არავის ეცმევა. ყოჩაღ, მომავლის ადამიანებო, რა საუცხოოდ გისწავლიათ ტყავის დამუშავება?! ” ფეხსაცმელი ოდნავ დიდი ზომის აღმოჩნდა, მაგრმ ფეხს კარგად დაიცავდა მზისგანაც და ქვიშისგანაც. კამ ბიჭს გახედა - ოქროს ქოშებით ხელში წინდების ამარა გარბოდა.

- გასაგებია, - გაიფიქრა კამ - როგორც ჩანს, ოქროს მოპოვება არ სცოდნიათ მომავლის ადამიანებს! - და მხრები აიჩეჩა.


* Oh, mon Dieu – (ოჰ, მონ დიე) - ო, ღმერთო ჩემო (ფრანგულად).

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–10

სხვა მოთხრობები

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: გუჯაბიძე:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ მეორადი სასკოლო ნივთები

შეიძინეთ მეორადი სასკოლო ნივთები, როგორიცაა ზურგჩანთები და ფანქრები.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026