kids.ge logo

მოგზაური კას ამბავი

ფავორიტებში დამატება

ვინ არ იცის, რომ ერთმა ნაბიჯმა, შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს - სრულიად განსხვავებული გახადოს ან უკან დააბრუნოს. ასეთი აღმოჩნდა კას პირველი ნაბიჯიც, რომელიც ახალი ტყავის ფეხსაცმლით ასფალტზე გადადგა. თვითონაც ვერ გაიგო როგორ, აწია მარჯვენა ფეხი და პირდაპირ კატას კუდის ბოლოზე არ დაადგა?! კატამ დაიჩხავლა. შიშისგანაც და ნერვიულობისგან კამაც უცნაურად დაიყვირა. რადგან ეგვიპტელისათვის კატა წმინდა ცხოველია, კამაც სასწრაფოდ აღაპყრო ხელები მაღლა: - ო, კატისსახიანო, ჩვენი ოჯახების მფარველო, ბასტეტ, მაპატიე მე უგუნურს ეს საქციელი და გპირდები, რომ არც ერთ კნუტს არ გავაჩუქებ, გპირდები, რომ ყოველდღე დავვარცხნი ჩემს კატას ბეწვს და ზურგს მოვფხან ასევე ყოველდღე, როგორც კი მზე რა ამოცურდება ცის კაბადონზე... ოჰოოო, ეჰუუუ, მჰუუუნ-მუჰუუუუნ... ასე ითხოვდა გადამწერი კა პატიებას, როცა ისევ გაიგონა კატის კნავილი. უკან მიიხედა და გაოგნებული დარჩა, ასეთი მოუვლელი კატა თავის სიცოცხლეში არ ენახა: ჭრელი ბეწვი სულ მთლად მურიანი ჰქონდა, თათები ტალახიანი, დაუბანლობისაგან ისეთი საშინელი სუნი ასდიოდა, რომ კას ლამის ცხვირი აეწვა...

-თავს დავდებ, რომ არც ყურები და ფრჩხილები ექნება მოწესრიგებული! - გაიფიქრა კამ და ისე მიაშტერდა კატას, გეგონებოდათ ახლა თვალები დაუგრძელდება და ყურებში ჩახედვასაც შეძლებსო! კატა კი ისევ ახტა და პირდაპირ ნაგვის ურნაში ჩახტა. აი, აქ კი სიბრაზისგან სახე აენთო კას. ეგვიპტელების წმინდა ცხოველი მომავალში ასე უნდა გამოიყურებოდეს განა? განა ამ გრანდიოზულ პირამიდებს იმისთვის აშენებენ ეგვიპტელები, რომ ასეთი მომავალი ჰქონდეს კაცობრიობას?! წელში წყდებიან და რა სამშენებლო სიახლეს აღარ ამუშავებენ, რომ მათმა არქიტექტურამ დროს გაუძლოს. ასეთი მომავლისთვის აგებენ ფინიკიელები საუცხოო გემებს, ქმნიან შუმერები ათას საინტერესო რამეს - ბორბლიდან დაწყებული, კალენდრით დამთავრებული... ოჰ, დიდო მზის ღმერთებო, თქვენ გამინათეთ გონება და თვალი, რომ უკეთესად შევძლო მომავლის ადამიანის მიერ შექმნილი სამყაროს დანახვა! სახლში უნდა დავბუნდე! - წამოიძახა კამ. - ცოტა ხნით უნდა ამოვისუნთქო და მერე ისევ ვცდი მომავალში მოგზაურობას...

„მონავედი, ქუნავედი,

სამშობლოდან შორს წავედი,

მგზავრის ბედი თუ მარგუნე,

ახლა სახლში დამაბრუნე!“

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–10

სხვა მოთხრობები

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: პავლიაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ონლაინ შოპინგის უსაფრთხოება

აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა გააკეთოს ონლაინ შოპინგი უსაფრთხოდ და როგორ უნდა მოერიდოს ონლაინ თაღლითობას.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026