kids.ge logo

საშაბათო განმავითარებელი პროგრამა

საშაბათო განმავითარებელი პროგრამა

Kids.ge-ს საშაბათო განმავითარებელი პროგრამა განკუთვნილია 3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის. პროგრამის ძირითადი მიზნებია, ბავშვებმა:

- აიმაღლონ თვითშეფასება, იყვნენ თავდაჯერებულები;
- ისწავლონ ინიციატივის გამოჩენა;
- ისწავლონ საკუთარი ემოციების მართვა;
- ისწავლონ სხვების ემოციების ამოცნობა;
- დაძლიონ სიმორცხვე;
- განავითარონ მეტყველება და სოციალური უნარები;
- განივითარონ ყურადღება, კონცენტრაცია;
- განავითარონ მეხსიერებისა და სხვა.
 

მეცადინეობების განრიგი

საშაბათო განმავითარებელ პროგრამაზე მეცადინეობები ტარდება შაბათ დღეს. მეცადინეობები იწყება 14:00 საათზე და ტარდება 3 გაკვეთილი შემდეგ საგნებში:
 
  1. მეტყველების საათი;
  2. ფსიქოლოგის საათი;
  3. ხატვა და აპლიკაცია;

გარდა იმ საგნებისა, რასაც ჩვენი საშაბათო პროგრამის მოსწავლეები შეისწავლიან, მათ სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებშიც მოუწევთ მონაწილეობის მიღება. ასეთი აქტივობები ისევ და ისევ მათ წასახალისებლად, მოტივაციის გასაზრდელად და სწავლის პროცესის გასახალისებლადაა მიმართული. 

ჩვენი მიზანია სწავლის პროცესი მაქსიმალურად სახალისო, საინტერესო, აღმოჩენებითა და თავგადასავლებით სავსე გავხადოთ. 

 

ბავშვების ასაკი

საშაბათო განმავითარებელი პროგრამაზე, მოსწავლეთა მინიმალური ასაკი 3 წელია (მინიმალური ასაკია 3 წელი, იმ შემთხვევაში, თუ მას 3 წელს შეუსრულდება სწავლის დაწყებამდე);

ჯგუფებში აქტივობები და მათი სირთულეები ბავშვების ასაკის მიხედვით არის შერჩეული და ჯგუფებიც ამავე პრინციპით არის დაკომპლექტებული. გვაქვს 3-4 წლიანების, 4-5 წლიანების და 5-6 წლიანების ჯგუფები;

 

რეგისტრაცია

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია წლის ნებისმიერ მონაკვეთში (იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში იქნება ადგილები). ამისათვის შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე:

(+995) 599 93-25-14

 

სწავლის საფასური

საშაბათო განმავითარებელ პროგრამაზე სწავლის საფასურია 140 ლარი თვეში. დედმამიშვილების შემთხვევაში სწავლის საფასური თითო ბავშვზე 120 ლარია.

 

მოსწავლის მხრიდან გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.

„თეთრი დათვი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ სოციალური უნარები

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს, როგორ დაამყაროს ჯანსაღი ურთიერთობები სხვებთან.

Kids.ge-ს რჩევები

დაგეგმეთ აქტიური შაბათ-კვირა

დაგეგმეთ აქტივობები, როგორიცაა ცურვა, სრიალი ან თხილამურებით სრიალი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025