kids.ge logo

ყაყაჩოსა სიწითლითა

ფავორიტებში დამატება

ფრთაგაშლილი ფრთები არი,
სხივგაშლილი სერებია...
არ ჩურჩულებს ლელინი, -
გული შეჯერებია...
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზინი ტევრები
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია...
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია?“
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ...
ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნარი ფერებია?!
„ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოო ლამაზოქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლ...საქართველო ლამაზოქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლ...არაბი ხარ?დგახარ ქუჩის განაპირას, ვარდებს ჰყიდი... - ჩემო კარგო, არაბი ხარ? - იეზიდი... როგორც ია თავდახრილი ბუჩქის...მე გადმოვკიდემე გადმოვკიდე ჩემი ალამი... მაგრამ... საითღა, საით დაგიდგამს შენი კარავი? ისევ მზაკვრულად ბრწყინავს მუშთა...ქეთევან დედოფალირვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა, ცეცხლს აგზნებდა კაცთა გრძნობის კონდაქარი... ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცე...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ყაყაჩოსა სიწითლითა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026