kids.ge logo

ქებათა-ქება

ფავორიტებში დამატება
სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ პირად ბედნირებით
და ნეტარებას მიმრავალკეცებს
მიდამო მისის მშვენირებით.

ვიშ ამ საღამოს,
მშვიდსა, სამოს,
ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..
რა უცნარად,
მაღლით ცირად
სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,

რომ სადუმლო,
სასიქადულო,
კაცსაც ბუნების შეტყობინოს
და, სადაც ჭკუ
სცდება და სტყუა,
იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს!

ჰა, ვგრძნობ მეცა,
რომ არის ზეცა,
აღვსილი რაღაც ძალით საგზნობით,
და ეს ქვეყანა,
ყოვლგნით ყველგანა,
თავს უხრის შემქმნელს მადლით საგრძნობით!

დახეთ ამ მთვარეს,
სხივმომფინარეს,
თითქოს ტკბილ სევდით ივსებსო გულსა!..
მოკაშკაშენი,
მოთამაშენი,
ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა.

ძალთა დიდება,
შექმნათა ქება,
არს სადუმლო მათი ვედრება.
ქვეყნით ბუნება
ბანს ეუბნება
და ეს ბანია “ქებათა-ქება”.

ყვავილთა ენა -
არს სუნნელთ ფშვენა,
საგალობელად აღმა კმელი,
წყალთა ჩქრილი,
ფოთოლთ შრილი,
ბალახთ ბიბინი რაღაც გრძნელი,

ბუნების მაყრულს,
საქორწილოდ სრულს,
კავშირება, ზე ემატება, -
და ახლა მეც ვგრძნობ,
სადუმლოდ ვცნობ,
რომ არის კაცში ღვთისა ხატება!..

რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა
ეს სადუმლო, ღვთირი ძალა?..
დამის ცოდვით მკრთალი ბუნება
ძლევამოსილად გარდამიცვალა?! -

შენ, სიყვარულო, ცისა და ქვეყნის
კავშირო და თან შუმავალო!
შენ, რომლის ერთ წამს, იმ სანეტაროს,
მზა ვარ, სიცოცხლე მთლად ვანაცვალო!..

შენ, ვისაც უგნურთ უმეტესობა
ვერ გიგრძნობს, ვერც გცნობს, მხოლოდ ცილს გწამებს,
და შენ მაგიერ შენის სახელით
ის აღირებს პირუტყვულ წამებს!

შენ და მხოლოდ შენ, ცირო ნიჭო,
გამოუთქმელო კაცთა ენითა...
შენგან მგოსანი ფრთებშესხმული ვარ
და მონავარდე აღმაფრენითა,

რომ მეც, გედივით, სიკვდილის წინეთ
უცნაურ ჰანგზე ჩავიხმატკბილო...
ცხო წმინდა სიმებს ციურ მალამოდ
და ვსთქვა გალობა საშვილიშვილო.

მე მას ვუგალობ, ვისაც განგებამ
მშვენირება უსხივცისკარა!...
ვინც ვარდს ელფერი, იას სინაზე
და ბულბულს ენა ერთად მოჰპარა!..

ის არის ჩემი ტკბილი სიზმარი
და მომხიბლავი მძლავრი ოცნება...
სიყვარული რომ ტახტად უდგია,
ეგვირგვინება პატიოსნება!..

როცა ჭაბუკი გამოუცდელი
მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად,
ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,
მაში შენათხზ-შეერთებულად;

და, საამქვეყნოდ გულგრილ მოხუცი,
დღესაც თაყვანს-ვცემ, როგორც პირველად,
თითქო ჭაბუკი ვიყო მე ახლა
და ვყოფილიყო მოხუცი ძველად!..

სხვებმა სვან ღვინო!.. მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ მეტის სიხარულითა!..
მატა სოფელს მშვენირება
ჩემს თვალში მისის სიყვარულითა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედშენს წმინდა საფლავს, გულის მოსაკლავს, დავყურებ, გმირო, სულგანაბული; შენგან ქებული, დავიწყებული დღეს მაგონ...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026