kids.ge logo

გულს

ფავორიტებში დამატება
გულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს,
შემდეგ იქცევი მიწადა,
მანამა სცოცხლობ ჩემთანა,
შენც უნდა იყო ბიჭადა!
რაც-კი რამ სასიცოცხლოა,
შესვი, დალიე ხარბადა:
ზოგი გვირგვინად დაიდგი,
ზოგი ჩაიცვი კაბადა,
საწყევრად ისიცა კმარა,
როცა ვიქცევით ლაფადა;
როს მიწას ვიწვნეთ უგრძნობლად,
ჭია-ღუების საჭმელად,
ღარ გვეცალოს სატირლად,
ღარც სიმღერის სათქმელად,
სამარის ქვასა ზედ ეკრას
ნარი და შამბი სანთელად;
ცა სჭექდეს, წვიმაც დიდეს,
დილის მზეც ამოდიდეს,
რიცხვი გუნდი ყვავილთა
მიწიდამ გამოდიდეს,
სატრფო ჰკოცნიდეს სატრფოსა,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიდეს…

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნატვრაკლდე უნდა იყო, სალი კლდე - მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, - რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს ქარჩით მოხუცი ხნიერი. რ...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...ისევ შენ, ისევ, ქალაოისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026