kids.ge logo

ილია ჭავჭავაძის სახსოვრად

ფავორიტებში დამატება
სა−ძირკვ−ლად აზ−რი ჩა−აგ−დე,
ზედ დასდ−გი გრძნო−ბის ტა−ძა−რი,
მან გა−აბრ−წყი−ნა სხი−ვე−ბით
ჩვე−ნი სამ−შობ−ლოს მთა-ბარი.
გვყა−რა−უ−ლობ−დი თვალ-ფხიზლად,
შენ ი−ყავ ჩვე−ნი სა−ფა−რი -
მოგ−კა−ლით ჩვე−ნისვე ხე−ლით,
მოძ−მეთთ−ვის ნა−ჭირ−მა−გა−რი;
და შე−ნი სისხ−ლიც იქ ბრ−წყი−ნავს,
სად წი−ნა−პარ−თა ნ−თხე−უ−ლა,
რო−მელ−თა ხსოვ−ნა შენს გულ−ში
ა−რო−დის გა−მო−ლე−უ−ლა;
ი−მათ სისხლს ა−რაგ−ვის პი−რად
შე−ნიც და−ერ−თო წლე−უ−ლა.


მოჰკვ−დი თვის სატრ−ფოს კალ−თა−ზე.
და−დუმ−და ჩან−გის სი−მე−ბი;
აყ−ვა−ვე−ბუ−ლი მა−მუ−ლი
გაგ−ვიხ−და და−სა−ტი−რე−ბი!
და−გი−კოც−ნი−ან სა−ხე−სა
ნა−თელს ა−რაგ−ვის გმი−რე−ბი;
შვი−ლის და−კარგ−ვას გლო−ვო−ბენ
ტურ−ფა ა−ლაზ−ნის პი−რე−ბი!
კა−კო ყა−ჩაღ−თან ერ−თა−და
მოსთქ−ვა−მენ გლე−ხის შვი−ლე−ბი,
უ−სა−მართ−ლო−ბის მსხვერპ−ლე−ბი,
ყა−ჩა−ღად გაც−ვივ−ნი−ლე−ბი.
ჩვე−ნის სა−წყლო−ბის მო−ზა−რევ,
მანდ და−ის−ვე−ნო ე−გე−ბი?!
ჩვენ რა ვქნათ, ჩვე−ნა, ცო−ცხლებ−მა?
გარს შე−მო−ვივ−ლეთ ბე−ქე−ბი,
ვხდე−ბით ყვავ-ყორნის სა−დი−ლად,
ტურა-მგელთ გა−საყვ−ლე−ფე−ბი!


ვა−ი, რომ რჩე−ბა აკ−ვა−ნი
ბა−ზა−ლე−თის ტბის ძი−რა−სა,
და დიდ−ხანს კი−თხვად−ვე გვრჩე−ბა:
„ვინ ა−მო−ი−ღებს ი−მა−სა?
ან იმ ბალღს ვინ უ−პატ−რო−ნებს,
უ−სუ−სურს მტი−რალს ბე−დი−სა,
აკ−ვან−ში რომ წევს სა−წყა−ლი
და ძუ−ძუ ს−წყუ−რის დე−დი−სა?
ან იმ ცრემ−ლის ტბას დი−ად−სა,
ე−რის−გან და−ნა−დი−ნარ−სა,
ვინ დაშ−რეტს, ვინ ა−მო−იყ−ვანს
იმ უ−სუ−სურსა მტი−რალსა?!”

ვე−რა−ფერს ვი−ტყვი. ე−ნა სდუმს,
თავ−ზე დაგვ−ჩხა−ვის ყო−რა−ნი;
გაღ−მა გასვ−ლი−სა მსურ−ველ−თა
უ−კუღ−მა მიგვ−ყავს ბო−რა−ნი;
გაგ−ვი−ბა−ტონ−და, მგო−სა−ნო,
სი−რეგვ−ნე შეუწონარი…

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნატვრაკლდე უნდა იყო, სალი კლდე - მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, - რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს ქარჩით მოხუცი ხნიერი. რ...დამისხი, დამალევინეჭაბუკობაში ვყვიროდი. როცა მოვცადე სოფელი, ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი. ნუ მისხამ, აღარ მესმევა კახურის ვაზ...მოდი, მოხშირდი, ჭაღარავმოდი, მოხშირდი, ჭაღარავ, წვერ-პირი მორთე თეთრადა, ეხლა იარონ იქნება ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა მომწყინდა ...სიმღერაარცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა, მეც იმათ ჯოგიდამა ვარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთის...კურდღლის სიმღერაჩქარა ამწვანდით, ველებო, ჩქარა ამწვანდი, ჭალაო! ამოღაღანდი, ჯეჯილო, სად არის შენი ძალაო? ნათესი პური რა ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026