kids.ge logo

ვიცანი, ღმერთო, სამყარო

ფავორიტებში დამატება
ვიცანი, ღმერთო, სამყარო, -
ეს შენი დანაბადები, -
მისი ავლა-დიდება
და შიგ საგძალი ნადები;
მბოჭავს, არ მათავისუფლებს
გარს შემორტყმული ბარდები;
დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცა
გუშინ ნაჭამი ქადები.
რად გვინდა, ნეტავ, სიცოცხლე,
ეს ამოდენა ამბები,
თავში სიცილი, მოლხენა,
ბოლოს - ვაი და დარდები!
განგების სათამაშოდა,
გასართობად ვართ გამხდრები;
ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ
და თუნდა მინდვრის თაგვები:
გავერანდება ერთხელაც
ტურფად შემკული ბაღები,
ჩამოინგრევა დარბაზი
და სრა-სახლების თაღები;
ცრემლს დაწყებენ ფრქვევასა
დღეს მოლხინარი ბალღები.
მას ბჭობს, ვისც აბარი
განგების ბჭეთა საღები.
სეა, ვიცით კარგადა,
ამ წუთისოფლის თვისება,
ვერაფერს ვიზამთ ომითა,
რას გვიშველის გინება,
ქრთამი და ხვეწნა-მუდარა,
ხმალ-ზარბაზნების ღირება,
დიდი ჭკვა, გამოცდილება,
ქველობის გამოჩინება.
განგების გასართობნი ვართ
ჩვენის ჭირით და ლხინითა,
მის მეტს ვერ თუ შესძლებდა,
ღმერთმა ინება იმითა -
დაგვღალოს, ოფლი გვადინოს,
მერე გაგვაძღოს ძილითა,
რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ
გამსჭვალულებმა ჭირითა.
ალბათ, ასე სჯობს, ჩვენ ვცდებით,
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა
მას, რაც წარმოსდინდება
სიწმინდის ჭურჭლის პირითა!
1903 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვაჟა–ფშაველას სხვა ლექსები:

პაპიჩემის ანდერძი
შვილო, რად სტირი ნეტარა,
რა უბედობა გეწვია?...
გაზაფხულს ია ამოდის
გაზაფხულს ია ამოდის,
სთველში ირემი ჰყვირისო, -...
შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა
შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა,
როგორ თავხედობს წყეული!...
მთათ ძილი
ხევებში ჩაწვა ნისლები,
განზედ დაყრილან მთანია,...
არაგვს
დაწუხებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,...
„ფარშვანგი“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ღონღაძე (10)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვაჟა–ფშაველას ლექსი „ვიცანი, ღმერთო, სამყარო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ვიცანი, ღმერთო, სამყარო“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სისაური:


Kids.ge-ს რჩევები

თუ ბავშვს უჭირს დაძინება, სცადეთ დამამშვიდებელი ტექნიკები

სცადეთ ღრმა სუნთქვა, მედიტაცია ან დამამშვიდებელი მუსიკა, თუ ბავშვს უჭირს დაძინება.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ბალერინა“
ნახატის ავტორი:
ნია გინტური (რვა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

თამარ ფხაკაძე
თოვლი

თამარ ფხაკაძე

თეთრმა თოვლმა, ქუნქულამ
არემარე დაფარა....

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

იოსებ ციცქიშვილი
ზამთარი

იოსებ ციცქიშვილი

ზამთარში თოვლს და სიცივეს
ველოდით აქაურები,...
ზაქარია შერაზადაშვილი
მატყუარა

ზაქარია შერაზადაშვილი

მატყუარა ფერი აქვს,
თავს გვაჩვენებს მკვახედ,...
გალაკტიონ ტაბიძე
ქარით დატირებული

გალაკტიონ ტაბიძე

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი....
ნესტან კუპრავა
დათვები

ნესტან კუპრავა

როგორ? სწრაფად ვეღარ დათვლი?
ტყეში ცხოვრობს სამი დათვი,-...
ქეთევან კვიტატიანი
წერილი ლაპლანდიიდან ბებიას

ქეთევან კვიტატიანი

ბებო წერილს გწერ შორიდან,
იქ სადაც დიდი თოვლია,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

ვასილ გულეური
ციკოს თოვლის პაპა

ვასილ გულეური

ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026