kids.ge logo

სიცოცხლემ შხამი მასმია

ფავორიტებში დამატება
სიცოცხლემ შხამი მასმია,
მე კახურ ღვინოდ შავირგე:
შავსვი და არც მოვერიდე,
თუმც მის სიმწარე გავიგე.
ვიცოდი, ეს იქნებოდა:
ეკლის ლოგინიც დავიგე.
ვწევარ და მძინავ ტკბილადა, _
ი, ბიჭობაც ეს არი!
მაღლიდან შავი ღრუბელი
თავს დამწოლია მჭეხარი.
რაცა სწადიან, ისა ქმნას,
მესროლოს მეხი მედგარი.
მე ვარ და არ შავუდრკები,
გაკაჟებული მხედარი.
ჯერ ასე ყოფნა ვარჩიე,
ნუკი გგონივართ ცხედარი.
გულში ცოცხალი გრძნობა მაქვს,
მოუსვენარი, მყეფარი.
ჩემს თვალებს ვეღარ აშინებს
ცრემლი და სისხლი მჩქეფარი,
არც საკუთარი, არც სხვისა,
ჩვენი ტყე-ველის მღებარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პასუხადკარგებო, თქვენი ძახილი ბარით შამესმა მთაშია, ფეხის ფრჩხილებში გაჟონა ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია; ძვირფასს მ...ჩივილი ხმლისა-დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში, სადა გყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში? -სადღა მყავს, ...გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ...ბუნების გლოვაΙ მთათ გული, დაწყლულებული დახოცილ შვილთა მზერითა, ერთმანერთს მისწებებია, წყენა გაზდილა წყენითა. დაღვრილი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026