kids.ge logo

ფიქრნი მტკვრის პირას

ფავორიტებში დამატება
წარვედ წყალის პირს სევდინი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
ქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დრობის მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაბა?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყალი აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
მავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
ყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!
1837 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნიკოლოზ ბარათაშვილის სხვა ლექსები:

ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-ს
მძღვანელობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის,
თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა...
მიყვარს თვალები მიბნედილები
მიყვარს თვალები მიბნედილები,
ეშხისა ცეცხლით დაქანცულები;...
მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო
მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,
დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!...
შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს
შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,...
მერანი
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!...
„ჟირაფი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ფიქრნი მტკვრის პირას“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ფიქრნი მტკვრის პირას“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლეჟავა:


Kids.ge-ს რჩევები

მოერიდეთ ფიზიკურ დასჯას

ფიზიკური დასჯა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას და გამოიწვევს ბავშვში შიშსა და აგრესიას.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
მარიამი გუნჯუა (4 წლის და 8 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები გაზაფხულზე

ნოდარ დუმბაძე
სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერა

ნოდარ დუმბაძე

აიდა, აიდა,
გასცურე, ბაიდა,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები გაზაფხულზე

აკაკი წერეთელი
გაზაფხული

აკაკი წერეთელი

დღეს მერცხალი შემოფრინდა, -
ჭიკჭიკითა გადმომძახა: ...
ხათუნა გულიაშვილი
ანანო

ხათუნა გულიაშვილი

მამიკოს ნებიერა ვარ.
დედიკოს გულის მალამო....
ლადო ასათიანი
აბასთუმანი

ლადო ასათიანი

ბასთუმანი — ხაბაზთუბანი…
მზემ ფანჯრებიდან შემოანათა....
ნესტან კუპრავა
შოშია გალობს

ნესტან კუპრავა

შრიალა შინდის შტოზე
შოშია ზის და გალობს,...
მარი დიერა
მერცხლები

მარი დიერა

ჭიკჭიკებენ, მოგვესალმნენ,
უხარიათ დავბრუნდითო,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები გაზაფხულზე

აკაკი წერეთელი
ქართველი ქალი

აკაკი წერეთელი

რაღა გითხრა მე საბრალომ
შენ, შვილების დამკარგავსო!”...
მანანა ტონია
გაზაფხული

მანანა ტონია

გაზაფხული სურათია,
თვალწარმტაცი,მომხიბვლელი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026